ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებლაც დღეს რიგგარეშე სესიის ჩატარების თხოვნით მიმართეს პრეზიდენტს, ამჯერად მეორე განცხადებას ავრცელებენ. ისისნი პრეზიდენტს მიმართავენ, რომ 11 აპრილს აღარ იქნეს მოწვეული რიგგარეშე სესია, რადგანაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ლევან ხაბეიშვილი და ანა წითლიძე, მათთვის მოულოდნელად, პოლონეთში ვიზიტით წავიდნენ:
„დღეს მეორედ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს – სამწუხაროდ, ჩვენს მიერ გაგზავნილი მიმართვის შემდეგ, რომელიც ხვალ, 11 აპრილს რიგგარეშე სესიის მოწვევას ეხებოდა, მოულოდნელად ორმა დეპუტატმა დაუგეგმავად დატოვა საქართველო. ამიტომ, ხვალ ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით“
კომენტარები