პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, “ტვ პირველთან, ამბობს:
კატასტროფაა ის, რაც ქვეყანას სჭირს ხელისუფლების მხრიდანაც და ოპოზიციის მხრიდანაც. მართლა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას ყველა სახელმწიფო, ახლა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა რომელი ქვეყანა როგორ მოიქცევა. რას ფიქრობს ხელისუფლება? რას ფიქრობს ოპოზიცია? არ მინდა ოპოზიციის ოოზიცონერობა, მაგრამ ოპოზიცია იყოს მართლა ოპოზიცია. მთელი ამ თვეების მანძილზე, ვაკვირდებოდი ამ პროცესს, რა გააკეთა ოპოზიციამ? რა მიიღო? არაფერი, მოდი ვთქვათ, ვერაფერი ვერ გააკეთა.
ჩემი გამოცდილება ახსენეთ და კარგად ვიცოდი რა უნდა გაეკეთებია შევარდნაძეს ბოლო პერიოდში, რომ სხვანაირად წასულიყო ვითარება, ძალიან დასანანია, რომ არ იქნა გათვალისწინებული. ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გაეკეთებია ბიინა ივანიშვილს, კაცს, რომელიც მოვიდა 5 მილიარდით…
ოპოზიცია გამოიყურება საშინლად.
გაიმიჯნოს რეალური ოპოზიცია და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ან თამაშობენ, ან იმით არიან დაკავებულნი, რომ თვითონ დაიკავონ ადგილი მყარად. ძალიან მარტივია – ვინ რას აკეთებს იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს? ნიკა მელია გამოვიდა და თქვა და ის რასაც მესამე წელია ყველა ოპოზიციონერი ამბობს – ვადამდელი არჩევნები, ისე წამოესივნენ… აბა, მანამდე რას ვითხოვდით? ის პარტიები, რომლებიც წამოესივნენ ნიკას, რომელმაც სწორი მესიჯები გააჟღერა, ვადამდელს არ ითხოვდნენ? რატომ დაესივნენ ნიკას? პარლამენტში ყოფნა ხომ არ გაუტკბათ? აბა, ამ სისტემით წავიდეთო და 2024 წელს ივანიშვილი შეცვლის ამ სისტემას? ამ გაბითურებაში, რაც ოპოზიციას ემართება, არავითარი წვლილი არა მაქვს, მაგრამ, კარგი, მაინც დავიბრალებ, რადგან ევრ შევძელი სხვების დარწმუნება. თუ ჩვენ ისე გავიბითურებთ თავს, რომ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ ხვალ არჩევნები გადმოაგდოს და დანიშნოს, ასეთ შემტხვევაში, ვერაფერს იზამს, რა თქმა უნდა ოპოზიცია და მოიგებს ივანიშვილი 80 პროცენტით, მაგრამ რაც ნიკამ თქვა, თუ ოპოზიცია მოიპოვებს არჩევნებს, ქუჩის აქციებით, მშვიდობიანით, ერთიანობით, სწორი გზავნილებით…
ვისაც ერთი მიზანი გაქვთ, რომ ეს ხელისუფლება შეცვალოთ, ამწუთში უნდა დასხდეთ ერთად, მერე იქნება არჩევნები, მერე შევეჯიბროთ, მერე გავაკრიტრიკოთ, მერე რაღაცა წამოვაძახოთ, არ გვეშლება ეგ…
კომენტარები