პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, “ტვ პირველთან” ამბობს:
“მე ჩემი მოსაზრებები ახლაცა მაქვს, მაგრამ ვიცი ამის გამკეთებელი არავინ არის, ოპოზიციამ უნდა შეძლოს ის, რისი შეძლებაც არ შეუძლია დღეს. პირდაპირ ვამბობ, ყველამ უნდა გააუქმოს თავისი პარტია და ერთი დიდი მოძრაობა უნდა შექმნას, არიან ამის გამკეთებლები? ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დადგებოდა პოლიტიკური შედეგი – ან ხელისუფლება დამარცხდებოდა, ან ოპოზიცია ამ სახით შეწყვეტს არსებობას. ახლა ოპოზიცია განლევის რეჟიმშია… შეიძლება ესეც იყოს გამოსავალი, რომ ამ სახით ოპოზიცია უნდა გაილიოს… ჩვენ ხალხზე კი ვლაპარაკობთ ბევრს, მაგრამ სასაყვედურო ბევრი არა გვაქვს ხალხთან, ამ ხალხმა 2020 წლის არჩევნებზე ხმა მოგვცა, უფრო სწორად ბიძინას წინააღმდეგ მისცა ხმა, ახლაც, მაგრამ ჩვენ ვერ ვიფორმებთ ამ გამარჯვებას… არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქვს… როცა ბიძინამ იცის, რომ ხარ მშიშარა და არაფრის გამკეთებელი… ვისიც ეშინია, ის ციხეში ჰყავს… არავის არ ჩასვამს ის ისე ციხეში, ვისიც ეშინია, ის ერთადერთი კაცი, სააკაშვილი ჰყავს ციხეში, მაგრამ ის კი არ იცის, რომ სწორედ ის ერთი კაცი მოუღებს ბოლოს.
სააკაშვილი ადრე თუ გვიან გამოვა და დაამთავრებს ამ ხელისუფლებას, მე სხვა კომბინაციის არ მჯერა. ნულების გადანაცვლებით… ნულების “პარადია”…. ვინმეს კი ნუ ეწყინება, ჩემ თავსაც ვგულისხმობ… დღეს ოპოზიცია ნულია, რა თქმა უნდა… მეც, ვიღაცა მეტი დოზით, ვიღაცა ნაკლები დოზით… ძალიან დაბალი ხარისხი მაქვს ნდობის ოპოზიციის ზოგი წარმომადგენლის მიმართ, დანამდვილებით ვიცი, ზოგი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. ერთ კაცში ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომელიც არ არის ამ ხელისუფლებასთან შეკრული და ეს არის მიხეილ სააკაშვილი…
ოპოზიცია ამ სახით გაილევა და რაღაცა ახალი უნდა ჩამოყალიბდეს, დიდხანს ვაკუუმი ვერ იქნება…
აქციებს ნურავინ ნუ მასწავლის საქართველოში, აქციას აქვს ორი შემადგენელი ნაწილი, ლიდერი და მასა – ლიდერი არ არის ახლა, დაჭერილია ლიდერი. ნიკა მელია არის პარტიის თავმჯდომარე, ლიდერიც არის, მაგრამ მე სხვა კატეგორიებზე ვლაპარაკობ.
სიურპრიზებს ველოდოთ, მიხეილ სააკაშვილის გამჩერებელი ციხეში, ეს ხელისუფლება ვერ არის.”
კომენტარები