პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ აცხადებს, რომ გიორგი რურუას ციხეში დატოვება ოპოზიციის ბრალია, რადგან მათ ქართულ ოცნებასთან “სიტყვა გატეხეს”.
ელისაშვილი ირწმუნება, რომ ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია, რის გამოც შეწყდა პატიმრების გამოშვება.
“ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია და იმიტომ შეწყდა პატიმრების გათავისუფლების პროცესი. მარტივია, დეტალებს მოყოლაც არ უნდა.
შეთანხმდნენ რაღაცაზე და სიტყვა გატეხეს, რასაც დაჰპირდნენ ქართულ ოცნებას პატიმრებთან დაკავშირებით, იმის საწინააღმდეგო მოქცევა დაიწყეს. ვინც იყო მონაწილე, კარგად იცის”.
თუ რა შეთანხმებას გულისხმობს ის, ელისაშვილი აცხადებს, რომ ვერ იტყვის დეტალებს.
“შეთანხმდნენ რაღაცაზე, ამ შეთანხმების კვალდაკვალ გამოვიდნენ ციხიდან ოქრუაშვილი, უგულავა და უნდა გამოსულიყო რურუაც, მაგრამ იმის გამო, რომ სიტყვა გატეხეს, რურუას გამოშვება გაჭირდა” – ამბობს ელისაშვილი.
კომენტარები