“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულების გაუქმებას ვიდეომიმართვით ეხმაურება და ამბობს:
“ოპოზიცია, ბიჭებო და გოგოებო, ამოვიდა ყელში, თუ აკეთებთ ამ რევოლუციას, გააკეთებთ, ქვეყანას მამა არა ჰყავს და არც დედა არა ჰყავს, მამამ თქვა, დამანებებეთ თავიო, არც დედაა. პატრონი არ ჰყავს ქვეყანას. არ შეიძლება სამმილიონიან ქვეყანაში იყოს ამდენი პოლიტიკური პარტია. თქვენი უმოქმედობის გამო… ვიღაცა კი არა, თქვენა ხართ დამნაშავეები. რამხელა იმედები იყო, მიშა რომ ჩამოვიდა, შეშინებულნი იყვნენ და “ვსო”, არაფერი… რაღაცას რომ აკეთებ, გააკეთე…ამოვიდა ყელში რა. თუ აკეთებთ გააკეთეთ, თუ არ აკეთებთ და დაგვანებეთ თავი რა, ვიტყვით, რომ არის ერთი რაღაცა პარტია, დიქტატურაა, როგორც ბელორუსში და ეს “პაკაზუხობა” და ენერგია ადამიანების… მუხტი გროვდება, გროვდება, გროვდება და… ყველანი შეკრულნი არიან… ერთნი არიან…
ხაბეიშვილი რომ არის, არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ და ხაბეიშვილო, მომწონს შენი რაღაც-რაღაცეები, ზოგჯერ საინტერესოა, ზოგჯერ ვერ ვიგებ, აგერ დაადგინეთ, გაარკვიეთ სად წავიდა 1 მილიარდი ლარი. პრობლემა ისაა, რომ უაზროდ არის დახარჯული.”
კომენტარები