ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე:
“ვასილი მიტროხინმა, რომელიც КГБ-ს საგარეო დაზვერვის სამმართველოს არქივში მუშაობდა შესაბამისად წვდომა ჰქონდა დიდ ინფორმაციაზე, დაიწყო ამ მასალების კონსპექტირება ხელნაწერის სახით. მკაცრად კონტროლირებადი შენობიდან, მას მასალები წინდებში დამალული გამოჰქონდა. ბრიტანეთის დაზვერვას მან ეს სკანდალური და ყოვლისმომცველი მასალები მხოლოდ სსრკ-ს დაშლის შემდეგ 1992 გადასცა. როგორც თავად ამბობდა, ეს იდეური მოსაზრებებით გააკეთა, როდესაც საბჭოთა სისტემით განიხიბლა. ანუ მოხერხება უნდა და ყველაფერს შეძლებ
დღეს ოპოზიცია და მისი ტელეარხები საზოგადოებას ატენიან ვერსიას, რომ სუს-ს აწ. გარდაცვლილმა (!) თანამშრომელმა, ვინმე აკაკი ნემსაძემ თურმე ვერ გაუძლო სულიერ ტანჯვას და გადაწყვიტა სულის განსაწმენდად „მიყურადების ფაილების“ გამოტანა და გასაჯაროება. როგორ შეაგროვა, როგორ გამოიტანა და საერთოდ მან გააკეთა თუ არა ეს, ვერასოდეს გავიგებთ, რადგანაც ამ ადამიანმა როგორც ამბობენ თავი მოიკლა, რაც ასევე გადასამოწმებელია, მართლა მოიკლა თავი თუ როგორც არასაჭირო მოწმე მოიშორეს.
თან ისიც არ ვიცით, ეს ფაილები როდის არის შექმნილი და საერთოდ ავთენტურია თუ არა, მაგრამ ეს არც სახალხო დამცველს აინტერესებს, არც არასამთავრობო სექტორს თუ ცნობად სახეებს, ნაც-ოპოზიციასთან ერთად ფერხულში რომ არიან ეხლა ჩაბმულნი და დემოკრატიაზე მოთქვამენ.
ასეა თუ ისე, ფაქტია რომ ომი („კომპრომატების ომი“) ოპოზიციამ დაიწყო. ვნახოთ, მეორე მხარე, ანუ ხელისუფლება რით უპასუხებს”
კომენტარები