ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განსხვავებული აზრის გამო საკუთარი გუნდის წევრებსაც კი დევნიან.
„რადიკალურ ოპოზიციაში განხეთქილებაა იმის გამო, რომ ოპოზიციური პარტიის ორმა წარმომადგენელმა განაცხადა – არ შეიძლება ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვა და ასეთი ფორმებით „გამოხატვის თავისუფლების“ რეალიზება. ისინი არათუ განსხვავებულ აზრს ვერ იტანენ, როგორც ჩანს, არის მათი წარსული, აწმყო და მომავალი, არამედ დევნიან საკუთარი გუნდის წევრებსაც კი. ეს მათი პოლიტიკური პარტიის ხასიათზე მიუთითებს. მათი მმართველობის დროს განსხვავებული აზრი არ მსმენია და როგორც ჩანს, ეს დღესაც გრძელდება“
მამუკა მდინარაძე გულისხმობს რომან გოცირიძეს და სალომე სამადაშვილს, რომლებმაც ნეგატიურად შეაფასეს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის ფაქტი.
კომენტარები