სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან” , ოპოზიციის დასარბევად გომელაურმა გაუშვა პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მელიამ უკბინა.
გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი მირიან ქავთარაძე პოლიციის ის მაღალჩინოსანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ გლდანში ოპოზიციასთან ჩხუბის დროს მას ოპოზიციის ლიდერმა, ნიკა მელიამ უკბინა, რა დროსაც სულიერი ტკივილი განიცადა.
საჯარო სივრცეში არსებული მტკიცებულებებით, მირიან ქავთარაძე კრიმინალურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირში მყოფი პოლიციის მაღალჩინოსანია.
“შაბათის ეთერმა” მოიპოვა ფოტო, რომელიც ზაფხულში რაჭაშია გადაღებული, სურათზე ქავთარაძესთან ერთად, ნახალოვკელი ე.წ. ავტორიტეტი, “კაწროა” გამოსახული.
მირიან ქავთარაძე სისტემაში ერთ ერთი გავლენიანი პოლიციელია, მან კონსპირაციულ ბინაში მიხეილ სააკაშვილი დააკავა, მაშინ რიგით პოლიციელს ბიძინა ივანიშვილის მთავარი მეტოქის აყვანა დაუფასეს და სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
ცოტა ხნის წინ, სასტუმროსთან “პირველებმა” გადაიღო ნარკოდილერების მფარველობაში მხილებული პოლიციელი, გიორგი პირველაშვილი.
კომენტარები