ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში ევროკავშირის ელჩს ხვდებიან. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათია დიპლომატიური მისიის ოფისში მიმდინარეობს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკისთან იმყოფებიან “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია, “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თინა ბოკუჩავა.
ოპოზიციონერები ელჩს, სავარაუდოდ, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს აცნობენ.
კომენტარები