პარტია “კანონი და სამართალის” გენარალური მდივანი, ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში, წერს:
“პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პირის წარდგინებას სჭირდება ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსესუსი, პირველ რიგში კი ყველაზე ეფექტური ოპოზიციური გაერთიანების – #ძალაერთიბაშია-ს წევრთა უმრავლესობის თანხმობა.
გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მსხვილი პარტნიორია ენმ, განსაკუთრებით მათგან ველოდები წინადადებებს ამ საკითხზე და მჯერა შემოთავაზებული იქნება პოლიტიკური წრისთვის და მოსახლეობისთვის სრულად მისაღები კანდიდატურა.
ერთხელ ვთქვი და კვლავ ვიმეორებ, რომ გადამგდები, უზურპატორი პოლიტიკური ვაჭრისგან, დიქტატურის გზას დამდგარი ავტოკრატი ივანიშვილისგან განსხვავებით ოპოზიციას ბევრად მეტი საკადრო რესურსი გვაქვს და მჯერა ვიმსჯელებთ ღირსეულ კანდიდატებზე და საბოლოოდ წარვადგენთ ყველასთვის ყველაზე სასურველს.
მხარს დავუჭერ მხოლოდ იმ კანდიდატს, ვინც მისაღები იქნება პირველ რიგში მისი აღმატებულება ქართველი ხალხისთვის და არ წავალ ჩემი ხალხის ნების და ინტერესების წინააღმდეგ.
რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, მისი კანდიდატურის არსებობაზე გამოთქმულ აზრს ნამდვილად ჰქონდა არსებობის უფლება, ვფიქრობ, მისი სახით ქვეყანაში გვყავს ერთ-ერთი უნარიანი პოლიტიკოსი, რომელიც ეტაპობრივად კიდევ უფრო დაგვარწმუნებს, რომ საინტერესო და საიმედო კანდიდატურაა სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოზიციებისთვის.
#ძალაერთობაშია ნამდვილად”
კომენტარები