ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ტვ პირველთან ამბობს, რომ ოპოზიცია 2020 წელს ქართულ ოცნებასთან ვაჭრობდა.
გახარია:
-ოპოზიციის ზოგი წარმომადგენელი 2020 წელს დარბოდა, იცოდნენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება აიძულებდათ შესულიყვნენ და დარბოდნენ რომ თბილი პირობები გამოევაჭრათ ოცნებისგან.
დიანა ტრაპაიძე:
-ანუ 2020 წელს ოპოზიცია რაღაც ფარულ კომუნიკაციაში იყო შესული პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ? ამას ჰყვებით?
გახარია:
-დიახ, რა თქმა უნდა, სიურპრიზია ეს თქვენთვის?
დიანა ტრაპაიძე:
-ის ხალხი ისევ ოპოზიციაშია..
გახარია:
-დიახ, დიახ, იმიტომაა ჩვენ ცოტა თავს რომ ვუფრთხილდებით. რა არის აქ გასაკვირი.
დიანა ტრაპაიძე:
-ეჭვი შეიძლება ბევრზე იყოს… არ გამოვიდეს მთელი სპექტრის დისკრედიტაცია…
გახარია:
-არავის დისკრედიტაცია… ინდივიდუალურ პერსონაჟებზეა საუბარი და არავისთვის სიახლე არ არის, არც მათთვის.
გახარიამ, ცხადია, არ დაასახელა ვისზე საუბრობდა. იგივე არხზე მან ისაუბრა ოცნებისთვის სასარგებლო იდიოტებზე და არც ისინი დაასახელა ვინები არიან, ასევე იგივე გადაცემაში, თქვა რომ ოცნებას მალე რაღაცეებს წამოაძახებს.
კომენტარები