“ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის შემდეგ განაცხადა:
“ჩვენ ვთავაზობდით ღია მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ კონსენსუსს, “ქართულმა ოცნებამ” არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან და სამწუხაროდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა ფარულად გაურიგდა “ქართულ ოცნებას”, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეეყვანათ ადამიანები “კლანის” მფარველობისთვის და არა იმისთვის, რომ საჯარო ინტერესი დაცული იყოს სასამართლო სისტემაში. ეს არ არის პოლიტიკური კონსენსუსი, ეს არის ფარული გარიგება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დადო რამდენიმე ოპოზიციონერთან. ვინაიდან კენჭისყრა იყო ფარული, შუა კენჭისყრის დროს გაცხადდა რა, რომ ეს იყო ფარული გარიგება და მოსყიდვა, 12 რეკომენდაციის სულისკვეთების ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა განვაცხადეთ, რომ ვტოვებდით დარბაზს, რათა გაცხადებულიყო, ვინ გაიყიდა ოპოზიციიდან და მათ შეწყვიტეს კენჭისყრა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა”. – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია.
კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასააჭერად ხმები ასე დაფიქსირდა 93-91-93, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ასევე ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერაც ჰქონდა. სწორედ ამას მოჰყვა ოპოზიციის დიდი ნაწილის პროტესტი და მათ დარბაზი დატოვეს.
კომენტარები