პოლიტიკოსი, დავით ბერძენიშვილი:
“არჩევნებს ელექტრონულად ჩავატარებთო თუ შედეგებს ელექტრონულად დავითვლითო?
იუსტიციის სამინისტროს საერთო ბაზაში დაფიქსირებული, საკუთარი პირადობის მოწმობებით, ემიგრაციაში მყოფი მრავალი ასეული ათასი ამომრჩეველი შეძლებს პარლამენტის პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობას თუ ვერა?
აბა, დათვლით აგერ რუსებმაც ელექტრონულად “დათვალეს” რამდენიმე დღის წინ გაყალბებული არჩევნები…
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რომ პოზიტიურად გამოეხმაურნენ ხელისუფლების ამ ინიციატივას, ამ კითხვაზე პასუხი იციან?”
“ქართული ოცნების” ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 2024-ის არჩევნებზე, ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ი ხმას ელექტრონულად მისცემს.
კომენტარები