მიმდინარე წლის ოქტომბერში ყაზახეთი უმასპინძლებს დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ), ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, რომლის სამზადისის დაწყების შესახებ ხუთშაბათს ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა.
რუსეთთან, სომხეთთან, ყირგიზეთთან, ყაზახეთსა და ტაჯიკეთთან ერთად, შემოდგომაზე ყაზახეთში თავდაპირველად ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალები ჩაატარებენ წვრთნას სახელწოდებით “ურთიერთქმედება -2022”, შემდეგ კი ესტაფეტას გადაიბარებს დაზვერვის ძალებისთვის განსაზღვრული “ძებნა 2022”, სულ ბოლოს კი მრავალეროვნული “ეშელონ 2022”-ში თავის გამოცდილებას აჩვენებენ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფები.
ოფიციალურ ცნობაში აღნიშნულია, რომ ცენტრალურ-აზიური რეგიონის სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალების ერთობლივი სწავლება “ზღუდე -2022” ტაჯიკეთის ტერიტორიაზე გაიმართება, ხოლო ყირგიზეთი სამშვიდობო ძალების სამეთაურო-საშტაბო სწავლებას, “ურყევი ძმობა 2022”-ს, უმასპინძლებს.
კომენტარები