შვედეთის პრემიერის, ულფ კრისტერსონის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ვიქტორ ორბანი პლატფორმა X-ზე პასუხობს და წერს, რომ კრისტერსონი ამას შეერთებული შტატების დავალებით აკეთებს.
შვედეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში მადანაშაულებს. ცხადია, ამის გაკეთება ვაშინგტონმა დაავალა. რა სამწუხაროა” – წერს ორბანი.
ცნობისთვის, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე თქვა, რომ ორბანი ევროპის ქვეყნების ან შვედეთის სახელით არ საუბრობს.
შესაძლოა, ის საუბრობს რუსეთის სახელით, მაგრამ არა ყველა ჩვენგანის სახელით“, – აღნიშნა შვედეთის პრემიერმა.
ამ განცხადების გამო, უნგრეთში შვედეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
კომენტარები