“რეაქციაში” თინა ხიდაშელმა ყოფილ თანამებრძოლზე, კობა დავითაშვილზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა:
თინა ხიდაშელი:
იმის მიუხედავად, დღეს რა დაიწერება სამედიცინო დიაგნოზში, რა იყო მისი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი, ამას ჩემთვის პირადად პრინციპული მნიშნელობა არ აქვს. მე ვიცნობდი კობა დავითაშილს შვიდ ნოემბრამდე და მას შემდეგ და ეს იყო ორი სხვადასხვა ადამიანი. კი, ძველი კობა იყო, მაგრამ მასში რაღაც ფუნდამენტურად შეიცვალა. ეს არ იყო მხოლოდ 7 ნოემბერი, უნდა გავიხსენოთ აჭარის დარბევა, სადაც კობა დავითაშვილმა მძიმე თავის ტრავმა მიიღო. მისი ჯანმრთელობის მოშლა და მისი რაღაცნაირად გამოცვლა ამას უკავშირდებოდა. მახსოვს, მომენტებში როგორ ითიშებოდა ხოლმე. ეს სულ იყო ძალიან თვალშისაცემი.
შემდეგ მას სხვადასხვა ტიპის პრობლემა დაეწყო და ბოლოს დამთავრდა ასეთი მძიმე შედეგით. არ არის საჭირო ეს ისტერია, თითების თვალში ტაკება და სამედიცინო დიაგნოზების ფრიალი. ორი ადამიანი, სრულიად პირდაპირი მნიშვნელობით, მიხეილ სააკაშილმა გაიმეტა სიკვდილისთვის, ეს იყვნენ ვალერი გელაშვილი და კობა დავითაშვილი. მაშინ ისინი გადარჩნენ, ვალერი გელაშვილი კარგადაა, მაგრამ კობას ამ ამბავმა თავი შეახსენა მოგვიანებით. ელემენტარული ფაქტებია ეს, ისეთი ნათელია და ისე ხმამაღლა ყვირის, რომ არ მესმის, როგორ შეიძლება, ამაზე ადამიანები კამათობდნენ…
კომენტარები