ფოტო – ტვ პირველი
კახეთში შვილის თანდასწრებით ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ 5 დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში დააკავა.
გარდაცვლილთა ახლობლები დამნაშავის უმკაცრესი ზომით დასჯას მოითხოვენ. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულს მსგავსი დანაშაული წარსულშიც აქვს ჩადებილი.
“ორი ადრე მოკლა, ორი ახლა მოკლა, რომ გამოვა კიდევ რომელ ოჯახს გაამწარებს. აუცილებლად, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს,” – ამბობს გარდაცვლილის ნათესავი “რუსთავი2”-თან.
შეგახსენებთ, მკვლელობა თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ მამაკაცს მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ფერმაში, ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ამავე ფერმაში დასაქმებულ ცოლ-ქმართან, მათ ფულს სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ორივე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.
34 წლის მწყემსს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები