ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:
“რუსეთის ხელისუფლება სრულიად მარტო დარჩა საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ შერჩენილი ძალაუფლება ემყარება ზომბირებული მოსახლეობის მხარდაჭერას და ნარატივს რომ “ბუა” დასავლეთი მოვა და მათ შეჭამს.
საქართველოს ხელისუფლება სრულიად მარტო დარჩა, ჯერჯერობით მხოლოდ შიდა ასპარეზზე, და მისი ძალაუფლება ეყრდნობა ზომბირებული მოსახლეობის მხარდაჭერას და ნარატივს რომ “ბუა” ნაცები მოვლენ და შეჭამენ.
მოდი პროცენტებზე ნუ ვიდავებთ, მთავარია რომ პრინციპია ასეთი.
ზურაბიშვილი, ზელენსკი და ყველა მათი მაკრიტიკებელი არის ნაცი; მათი ნარატივით, საქართველო გარშემორტყმულია ნაცი მტრებით და ისინი მას იცავენ.
ერთი ერთში ასეთია რუსეთის ნარატივი, რომ რუსეთი გარშემორტყმულია მტრებით და ყველა აგრესია მხოლოდ თავდაცვას ემსახურება.
რუსეთი ამბობს რომ უკრაინა არავინაა, მას საკუთარი აზრი და ნება არ გააჩნია, ის მხოლოდ დასავლეთის მარიონეტია და უკრაინასთან ბრძოლით დასავლეთისგან იცავენ თავს.
ხელისუფლება ამბობს რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი არავინაა, მას არ აქვს საკუთარი ნება და აზრი,
ის მხოლოდ ნაცების თამაშს თამაშობს.
ეს არის პოლარიზაციის გზა, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებას ისახავს მიზნად ორივე ქვეყანაში. საშუალებად იყენებს დაპირისპირებას და ისედაც დეგრადირებული საზოგადოების კიდევ უფრო დეგრადაციას.”
კომენტარები