„პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა:
„კორონავირუსი გახდა უფრო ძლიერი, უფრო აგრესიული იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ვრცელდება, მუტაცია გაიარა და მოსახლეობაში უფრო ვრცელდება. თუმცა, მოსახლეობის 90%-ში არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც იყო დასაწყისში.
სიმართლე არის ერთი, ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი ამბავი, მტკიცებულებები წამოვიდა, რომ პრაქტიკულად რეინფიცირება დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც იყო ძლიერი პირველი ტალღა. მეორე ცუდია ამბავია ის, რომ უნდა მოვემზადოთ პოსტ კოვიდური კლინიკებისთვის, უკვე წამოვიდა ძალიან ბევრი ინფორმაცია, პოსტკოვიდური სინდრომი წამოვიდა. ძალიან დიდ შეტევას ახდენს ტვინზე, შესაბამისად, ადამიანი კარგავს კონცენტრაციას, მეხსიერებას, ორიენტაციას, ისეთი ტიპის გვერდითი ეფექტია, რომელიც მოულოდნელი იყო“
გიორგი ფხაკაძის თქმით, გუშინ ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება განიხილა, სადაც რეკომენდაციები გასცა:
„მოვუწოდე, რომ ქვეყანა უნდა იყოს ჩაკეტილი და უნდა ყოფილიყო ჩაკეტილი კიდევ უფრო ადრე. ჩემი მოსაზრებაა ასევე ის, რომ ჩვენ თავი უნდა დავანებოთ 7-8 ათას საწოლზე ლაპარაკს. ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ რეანიმაციულ საწოლებზე, ასევე ჩემი მოსაზრებაა ის, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ კერძო კომპანიების ხაფანგში, პრაქტიკულად რომ არ უშვებენ კოვიდპაციენტებს საავადმყოფოში. ეს მიუღებელი და არასწორი გზაა.
მიდგომა უნდა იყოს ძალიან მარტივი, ყველა რეანიმაციული საწოლი უნდა იყოს ჩართული კოვიდ მენეჯმენტში. ჩვენ უნდა გვქონდეს აბსოლუტურად ღია ინფორმაცია თუ რამდენი რეანიმაციული საწოლია რეგიონში, თითო ქალაქში და ქვეყანაში.
იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი რეანიმაციული საწოლია თავისუფალი, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვკეტავთ თუ არა ქვეყანას. რეანიმაციული საწოლი მარტო კოვიდინფიცირებულ პაციენტს კი არ სჭირდება, ადამიანს გულის შეტევა აქვს თუ დიაბეტი და ასე შემდეგ, გათვალისწინებულია. თუ გაქვთ, 75%-ზე გადაჭარბებული რეანიმაციული საწოლი, მაშინ უნდა ჩაკეტო, ან რეგიონი, ან ეს ქალაქი, ან ქვეყანა.
ჩვენ რომ ჩავატაროთ, დღეში 30 ათასი ტესტირება, ჩვენ 10 ათასი პაციენტი გვეყოლება. ეს არის ეპიდემიოლგიური სტატისტიკა. გადავხედოთ ჩვენ რეგიონს. ყველაზე მთავარი მაჩვენებელი არის არა ის, რამდენი დაიტესტა და რამდენია პოზიტიური, სიკვდილიანობაზეა საუბარი. ჩვენ უკვე გადავლახეთ წითელი ხაზი, პრევენცია და ხელების დაბანა უკვე მორჩა, ამაზე ვეღარ ვლაპარაკობთ. გუშინ რომ ვუყურე ფეხბურთის გულშემატკივარს, გული გამისკდა, რას აკეთებს ხალხი, სად იყო პატრული, უნდა გამოეყენებინათ ყველა ძალა. ეს რა ხდებოდა?! ჩვენ წითელი ხაზი გადავლახეთ, რეანიმაციულ საწოლებში, საავადმყოფოებში ადგილები აღარ გვაქვს. ჩემი მოსაზრებაა რომ თუ არ ვიმოქმედებთ ამ წუთას, თითოეული დაგვიანება არის ერთი ადამიანის სიკვდილი“
კომენტარები