გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველის” ეთერში ამბობს:
“ბევრნი ვართ უპარტიოები, არც მე ვარ არც ერთი პარტიის წევრი, გიგიმაც თქვა, უპარტიო ვრჩებიო, მივესალმები რომ ამ კლუბის წევრები ვმრავლდებით… პარტიები არ უყვარს ხალხს ჩვენთან, უყვართ უფრო პერსონები, მათი საქმიანობა, ხანდახან გარეგნობა…
ეს არის ნერვების ომი, ვისაც უფრო გამძლე ნერვიული სისტემა აღმოაჩნდება, იმის მიხედვით დადგება შედეგი.
მინდა ახალგაზრდა პოლიტიკოსებს ვუთხრა, თუ მიიღებთ რჩევას – დღეს რაც მიგაჩნიათ რომ არის სიმართლე, ხვალ გამთენიისას, შეიძლება იყოს ამოყირავებული, იმიტომ რომ საქმე გაქვთ აფერისტებთან “ოცნების” სახით. როგორ შეიძლება კაცი “ოცნებას” ენდოს? ამ მატყუარებს? გავრილოვი ჰყავთ უკვე “ხაზეინი”, ადრე ბიძინა მაინც ჰყავდათ… ჩადით მაშინ მოსკოვში და დაელაპარაკეთ იმ ხალხს, იმათთან უფრო გაარკვევთ, მაგ ფეხის მფხანელებთან რა საქმე გაქვთ? ორი კაცია იქ ჭკუათმყოფელი, კახი კალაძე და გახარია.
თუ ასე მაგრები ხართ “ოცნება” და თუ არ გაგიყალბებიათ არჩევნები, ისევ მოიგებთ, ხო? რისი გეშინიათ, ბიჭებო და გოგოებო? მაგრამ არ წამოვლენ ისინი ვადამდელ არჩევნებზე, ეს უნდა გავაკეთებინოთ იძულებით – ეს იძულება იქნება სწორი ტაქტიკა, პროტესტის ბევრი ლოკაცია და რაც მთავარია, უნდა გაუჩნდეთ იმის შიში, რომ სუსტდებიან, ვეღარ ერევიან და პოლიტიკური ინიციატივა უნდა გადმოვიდეს ოპოზიციის ხელში”
კომენტარები