ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო ხვალიდან მუშაობას წყვეტს – ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გუშინ, 30 ოქტომბერს, შპს “მაღაროელის” თანამშრომლებს კომპანიის წარმომადგენელი შეხვდა და განუცხადა, რომ კომპანია 5 თვით, 2025 წლის აპრილამდე მუშაობას აჩერებდა.
ერთი კვირაა ჭორებია, მაგრამ მხოლოდ გუშინ დადასტურდა, რომ აპრილამდე მაღარო მუშაობას წყვეტს.
გუშინ, 30 ოქტომბერს, გამოგვიცხადეს ოფიციალურად. თემურ ხონელია შეგვხვდა დასაქმებულებს, გარკვეული მიზეზები დაასახელა, კრიზისშია კომპანია, რესტრუქტურიზაცია უნდა გავაკეთოთ და აპრილამდე უნდა გავჩერდეთო.
გვთავაზობენ ხელფასის 60%-ს გაჩერების პირობებში. მსგავსი გაჩერება იყო 2023 წლის თებერვალშიც, მაშინაც ხელფასის 60%-იანი გადახდით, მაგრამ მაშინ ბანკის სესხი ვისაც ჰქონდა, ყველას გაუჩერეს სესხები. ახლა ბანკებთან დაკავშირებით აღარაფერს ამბობენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შპს „მაღაროელის“ თანამშრომელმა ტარიელ მიქაცაძემ.
კომენტარები