პარლამენტის წევრი, ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებაზე:
მისივე თქმით, მთავარი დეტალი ის არის, ვინ მიითვისებს კეზერაშვილის ფულს.
„გაიმართება ბრიფინგი და შეერთდება ორი ცნობილი „ნაცი“, ხელმოცარულები. საარჩევნო ნომრით იქნებიან 4 და სახელი ექნებათ „ახალი ნაცები“. აქ რამე სიახლე არც ყოფილა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ უაზრო კამპანიით, თითქოს ემიჯნებიან „ნაცებს“. ვინ ემიჯნება? ახალი სახეები არიან თურმე მელია და გვარამია. ორი ნიკა, ორი მამალი „ნაცი“ ერთიანდება ახალი ლოგოს, ახალი ნომრის ქვეშ და ერქმევათ „ახალი ნაცები“. ეს პირდაპირ ურტყამს ჩემს ხაბეს. პირდაპირ ურტყამს „კარენოი“ ნაცებს, რადგან მათი ხმა მიაქვთ. ეტყობა, რაღაც ვერ გაიყვეს და ამაზეა საქმე.
მთავარი დეტალი ის არის, კეზერას ფულს ვინ მიითვისებს. კეზერა ხომ იცით, რომელიცაა, ევროპელ პენსიონერებს რომ ძარცვავს. მთავარია, ვის დააფინანსებს, ორივეს ერთად, ცალ-ცალკე თუ მიაგდებენ და მიატოვებენ ამ „კარენოი“ „ნაცებს“, ვინ იცის. ეს ხელმოცარულები, რაც უნდა სახელი დაირქვან – „ნაცები“, ნეონაცები და „ახალი ნაცები“, მაინც იქნებიან მწვალებელთა გილდიის ღირსეული წარმომადგენლები, ლუზერების ღირსეული წარმომადგენლები. ვერასდროს ეღირსებიან საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლას. მათი ხელწერა და მიდგომები ადამიანის უფლებების, ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში ჩვენ ვნახეთ, ვიცით და აღარ გვინდა ამის გამეორება“
კომენტარები