კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი ზურა ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში წერს:
„დღე მე-16.
კიდევ კარგი, რომ მზიანი დღეებია. მერე რა, რომ დილას პირდაპირ თვალებში მანათებს, მაინც მიხარია. ზოგადად, დილა უფრო ასწორებს აქ: სიცხეც არ მაქვს და მზეც გემრიელად ანათებს.
ერთია, რომ თითქმის ყოველდღე რომელიღაც ანალიზის ასაღებად ვენაში ნემსს მიკეთებენ, მაგრამ უმტკივნეულოდ.
ყოველდღე დღეში ორჯერ გვირეკავს კლინიკის რომელიმე ექიმი და ჩვენს ჯანმრთელობას კითხულობს. ჩვენც ნებისმიერ დროს გვაქვს დაკავშირების საშუალება. ექთნებთან ფაქტობრივად დავმეგობრდით, ოღონდ ეკიპირების გარეშე, ალბათ, ვერც ერთს ვიცნობ. მხოლოდ ხმით და თვალებით. სანიტრებიც ყოველდღე დღეში სამჯერ გვაწვდიან საჭმელს და ალაგებენ პალატას. ყველა მაქსიმალურად ცდილობს ხელისშეწყობას და მეც ერთი სული მაქვს, როდის გადავუხდი დიდ მადლობას გამოჯანმრთელების შემდეგ, რადგან მართლა ძალიან ბევრს უძლებენ თუნდაც მხოლოდ ეკიპირების ტარების მხრივ.
დღეს ირაკლის ანალიზების ყველა კომპონენტი ნორმალურია. ჩემთან კი მხოლოდ დე დიმერი რჩება კვლავ მომატებულად. შესაბამისად, მე უფრო დიდი დოზით მიკეთბენ სისხლის გამათხელებელს, ვიდრე ჩემს ძმას.
დღეს გავარკვიე ორი საინტერესო რამ: კორონას შემთხვევაში სისხლში ჰემოგლობინის სიმცირე გამოწვეულია იმით, რომ უჯრედები ინფექციასთან საბრძოლველად იყენებენ რკინას, რომელსაც შეიცავს ჰემოგლობინი.
მეორე ამბავი: სისხლის გამათხელებელი უშუალოდ დე დიმერზე (სისხლის შედედების კოეფიციენტზე) არ მოქმედებს, უბრალოდ, სისხლში თრომბის წარმოქმნის პრევენციაა, ხოლო თვითონ დე დიმერი ვირუსის გასვლასთან ერთად დაიკლებს. ზოგადად, დე დიმერი კორონას ერთ-ერთი სამიზნე ყოფილა.
გეტყვით იმასაც, რომ ამასობაში ჩემს ნათესავებსაც დაუდასტურდათ ვირუსი და ისინიც ახლა იმ ემოციურ გზას გადიან, რასაც მე. მოკლედ, განწყობა და საკუთარი თავისთვის შემოძახება, გეგმების და მიზნების დასახვა – ძალიან გეხმარება ასეთ დროს და კიდევ, რა თქმა უნდა, სიფრთხილე. ისეთივე სიფრთხილე, როგორც ლოქდაუნის დროს გვქონდა. დაიწევს ინფიცირების მაჩვენებლები და მერე ისევ მოვხსნათ განგაშის საზრი, რომელიც ახლა ძალაინ ძალიან ძალიან საჭიროა.
დღეს ოსკარ უაილდის დაბადების დღეა და მის გონებამახვილურ გამონათქვამს გეტყვით: “წარმოსახვა ადამიანს იმისთვის სჭირდება, რომ დაამშვიდოს, როცა იმაზე ნერვიულობს, რაც არ აქვს. ხოლო იუმორის გრძნობა – იმისთვის, რომ დაამშვიდოს იმის გამო, რაც აქვს.
ჯანმრთელობა ყველას“
კომენტარები