ლევან ჯავახიშვილი, ალია
მიხეილ სააკაშვილის შიმშილობამ ყველა და ყველაფერი გადაფარა ამ ქვეყანაში. გაყალბებული არჩევნებიც, კოვიდპანდემიის კატასტროფული შედეგებიც, ხალხის დუხჭირი ცხოვრებაც, საქართველოდან გაქცეული ადამიანების რაოდენობაც და გასაქცევად უფრო მეტი რომ არის მზად, ესეც. თითქმის 40 დღეა შიმშილობს მიხეილ სააკაშვილი და ლამის 24 საათიან რეჟიმში, სამთავრობო თუ ოპოზიციურ ტელევიზიებს სხვა სალაპარაკო აღარაფერი აქვთ. კორონა ჯერ შვებულებაშია, პოლიტიკური ბატალიები რომ ჩაივლის, სკანდალური პოლიტიკური თემები შემოელევათ, მერე ყველა ტელევიზიის საინფორმაციო, კოვიდკლინიკების რეანიმაციული განყოფილებიდან პირდაპირი ჩართვებით დაიწყება, ხალხს დღეში რამდენჯერმე დაზაფრავენ დაინფიცირებულთა და დაღუპულთა სტატისტიკით, რეანიმაციების შემზარავი კადრების თანხლებით. არადა, დღესაც კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში ამ მხრივ. საშუალოდ, 5000–6000 ინფიცირებული გყვავს ყოველდღე და 60–70 გარდაცვლილი. ამ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ზოგადად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შეუძლიათ, სასიკვდილო ვირუსზე მაღლა დააყენონ პოლიტიკა. ვირუსი რომ სასიკვდილოა, ამას მე არ ვამბობ, ამას ფაქტები გვეუბნება. ვაქცინაციაც დაავიწყეს ხალხს და ყველაფერი, რაც ვირუსს უკავშირდება. დასრულდება პოლიტიკური აჟიოტაჟი და მერე, პოლიტიკოსები, ოპოზიციონერებიც და ხელისუფლების წარმომადგენლებიც, პროპაგანდის მიზნით, იმის გამო, რომ ხალხი აიცრას, პირდაპირ ეთერში აიცრებიან. ახლა აიცერით, თქვე შობელძაღლებო, თუ ეგ ვაქცინები მართლა იცავს ხალხს ვირუსისგან, სიკვდილისგან, დროს რატომ წელავთ? აკი თითო დღე მასობრივი აცრის გარეშე, კატასტროფა იქნება ქვეყნისთვისო? ეს მე არ მითქვამს, ეს დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ახლა დათვალეთ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შეწყდა მასობრივი ვაქცინაცია და დღემდე, რამდენი კატასტროფული დღე გადაიტანა ქვეყანამ. არადა, ეს აცრის პროცესი ნორმალურად მიდიოდა და ისეც ხელისუფლებამ შეაფერხა. ხალხს კი ისევ ნიჰილიზმი გაუჩინა აცრის მიმართ. ვერ გაამტყუნებ ამ ხალხს. როდესაც უნდათ, სასიკვდილო ვირუსი გაწყვეტით ემუქრება ქვეყანას, 3 კაცზე მეტის შეკრება არ შეიძლება ქუჩაში და ამ დროს, 50–70 ათასკაციანი მიტინგები იმართება, გლდანის ციხესთან კი, უკვე 40 დღეა, ყოველდღე 2–3 ათასი კაცი მაინც იკრიბება. თან სულ ერთ ადგილას ჰკიდიათ რეგულაციები, პირბადეებიც მხოლოდ მაშინ უკეთიათ, როდესაც პოლიციას დაინახავენ, რომ არ დააჯარიმონ. ხალხი დაიბნა – როდესაც უნდათ, მკვლელი ვირუსი გაწყვეტით გვემუქრება, როდესაც პოლიტიკური პროცესი გააქტიურდება, სამში გრძელზე იკიდებენ ვირუსსაც და არც მისი მომაკვდინებელი შედეგები ახსენდებათ. ეს პირველი არ არის, შარშანაც, საპარლამენტო არჩევნების წინ, 1 თვით შვებულებაში გაუშვეს კორონა, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, უვადო შვებულება მისცეს.
ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობამ გადაფარა ყველაფერი ცუდი, საგანგაშო ქვეყანაში და ესეც, პირველ რიგში, ხელისუფლებას აწყობს. რაზე დაობენ სააკაშვილის მომხრეები და ხელისუფლება? მიშა გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაშიო, ამბობენ ექს–პრეზიდენტის მომხრეები. შარშან, 585 პატიმარი გადაიყვანეს მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში და მიშაც გადაიყვანეთ, კანონით ეკუთვნის კაცს. არა, არ გადაჰყავთ. იცით, რატომ არ გადაჰყავთ? ეშინიათ, რომ სამოქალაქო კლინიკაში ვერ დაიცავენ, ვერ შეინარჩუნებენ მიშას, მაგის ტრაკი არ აქვთ. ეშინიათ, მიშას მომხრეებმა არ აიღონ კლინიკა და არ გაიტაცონ. ეს, „ქართული ოცნებიდან“ გამოჟონილი ინფორმაციაა. ციხიდან პატიმრის გატაცება, სისხლის დაღვრის გარეშე, შეუძლებელია. ციხე გასამხედროებული სისტემაა და მას ავტომატიანი ჯარისკაცები იცავენ. ციხეზე შტურმი რომ მიიტანონ, იმ ჯარისკაცებს ბრძანება არ უნდათ, რომ მოიერიშე ხალხს ესროლონ, ეს კანონით ისედაც ავალიათ. მერე, ციხეზე შტურმი ვერ „გაპრავდება“ ვერც ჩვენი, ვერც საერთაშორისო საზოგადოების თვალში. მიშას გამოხსნას, შესაძლოა, დიდი არეულობა მოჰყვეს და სხვა პატიმრებიც გაიქცნენ, ესეც გასათვალისწინებელია. მთავრი კი ის არის, რომ უსისხლოდ ციხეზე შტურმი წარმოუდგენელია. მეტიც, ციხეზე თუ შტურმი განახორციელეს, ეს იქნება უმოკლესი გზა სამოქალქო ომისკენ. ციხის „ვიშკებზე“ მდგომი სამხედროები, რომელთაც „კალაშნიკოვის“ ავტომატები უჭირავთ, თითო–ოროლა გასროლას არ დასჯერდებიან, ჯერს ჯერზე მიუშვებენ და უამრავი ადამიანი დაიღუპება და დაიჭრება. ეს სისხლი ხელისუფლების კისერზე იქნება და მერე, ამ დახოცილთა და დაჭრილთა ოჯახის წევრები, ახლობლები აიღებენ ხელში იარაღს და ისე შეუტევენ ხელისუფლებას. ამას ის ხალხიც დაამატეთ, ვინც უამისოდაც მზად არის, დაამხოს ხელისუფლება შეიარაღებული გზით. ასეთები ცოტანი არ არიან და ისინი გამოვლენ ქუჩებში იარაღით ხელში. აი, დაახლოებით ეს სცენარია, ეს საფრთხე არსებობს, მაგრამ არ მგონია, ამაზე წავიდნენ მიშას მომხრეები. აი, სამოქალაქო კლინიკასთან კი ჯარს ვერ დააყენებ, ვერც ავტომატიან პოლიციელებს. მაქსიმუმ, სპეცრაზმი შეიძლება დააყენო ხელკეტებითით, გაზის პისტოლეტებითა და პლასტმასის ტყვიას რომ ისვრის, იმგვარი იარაღით. აი, ეს ნაკლები საფრთხეა ამ ხალხისთვის, ამ საფრთხეს, დიდი შანსია, დაუპირისპირდნენ და კლინიკაზე მართლაც შტურმი მოაწყონ პატიმარი სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ამ შტურმით კი დიდი შანსია, მიზანს მიაღწიონ, მიშა გაათავისუფლონ და გადამალონ, ვიდრე ჯანზე მოვა ნაშიმშილები. მერე კი, სააკაშვილის მეთაურობით, დაიწყებენ დიდ აქციებს და „ვარდების რევოლუცია–2“–ს, თან 23 ნოემბერი ახლოვდება აი, ამისი ეშინია ხელისუფლებას და იმიტომ არ გადაჰყავთ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.
რაც შეეხება, ყბადაღებულ ფაფებს თუ დანამატებს. სააკაშვილი შიმშილობს და ამას ვისაც უნდა იმათ დავუმტკიცებ. ჯერ ერთი, პატიმარი, რომელიც ციხის მენიუდან ერთი საკვების, დავუშვათ, ლობიოს მიღებაზე სისტემატიურად უარს ამბობს და ამას პროტესტს უკავშირებს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის შიმშილობს. ასეა მიღებული პატიმართა შიმშილობის საერთაშორისო ნორმებში. ცხადია, ემ საერთაშორისო ნორმები საქართველოშიც მოქმედებს. ხელისუფლებამ სამთავრობო მედიით გაასაჯაროვა კადრები, რომ მიშა ფაფას სჭამს და ასევე გვითხრეს, რომ წვენებს ღებულობს მე–12 პენიტენციალური დაწესებულების სამედიცინო ნაწილში. მოშიმშილე პატიმარი შიმშილობას მხოლოდ მაშინ წყვეტს, თუ ის იმავე ფაფებს თუ წვნებს საკანში მიიღებდა, სამედიცინო ნაწილში მიღებული ნებისმიერი სახის საკვები თუ სასმელი, სამედიცინო მიზნით მიღებულად ითვლება. ესეც საერთაშორისო ნორმა და საერთაშორისო პროტოკოლით არის გათვალისწინებული და რაც არ უნდა საპირისპირო გვინდოდეს, ვამტკიცოთ და ვიყვიროთ, ასეა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში და დასავლეთი ჩვენს ამ ყიჟინას ყურადღებასაც არ მიაქცევს.მოშიმშილე პატიმარი როდესაც საკვებს მიიღებს, ეს უკვე ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მან შიმშილი შეწყვიტა. ასეთ დროს, ციხის ადმინისტრაცია ადგენს სპეციალურ ოქმს (აქტს), რომ პატიმარმა საკვები მიიღო და შიმშილობა შეწყვიტა. აქტის შედგენის ვალდებულება ადმინისტრაციას კანონით ეკისრება. აქტში ფიქსირდება, რა საკვები მიიღო პატიმარმა და ზუსტი დრო, როდის ჭამა ეს საკვები. ამ აქტის ასლი ეგზავნება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ადამიანის უფლებებისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგში და დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურების უფროსს. ასეა ეს კანონით და ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილთან მიმართებაში.
თუ მიშა სააკაშვილმა მიიღო საკვები, ფაფები, რა ფორმიტაც ამას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რაც თავისთავად შიმშილობის შეწყვეტას ნიშნავს, ამას აქტი უნდა ამაგრებდეს. აქტი, პატიმრის შიმშილობის შეწყვეტის შესახებ არ არის საიდუმლო ინფორმაცია, საჯარო ინფორმაციაა და გასაჯაროებას ექვემდებარება. . ჰოდა, თუ მინისტრი რატი ბრეგაძე სიმართლეს ამბობს და გამოქვეყნებული კადრებით დასტურდება, რომ სააკაშვილმა ფაფა ჭამა ანუ, შიმშილობა შეწყვიტა, მაშინ, გამოაქვეყნოს იუსტიციის სამინისტრომ ეს აქტი, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტის შესახებ. თუ აქტი არ არსებობს, მაშინ სააკაშვილი შიმშილობს. თუ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა და აქტი მაინც არ არსებობს, მაშინ მე–12 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობამ დაარღვია კანონი და მას პასუხი უნდა მოეთხოვოს. მოკლედ, ძალიან მარტივად შეიძლება იმის გარკვევა, შიმშილობს თუ არა სააკაშვილი – ერთი აქტის გამოქვეყნებით.
არ მინდა ციხის კამერის ჩანაწერები, რომ სააკაშვილი სამედიცინო ნაწილში ჭამს, არც სამედიცინო კონსილიუმის დასკვნები მინდა, რომლითაც დადასტურდება, სააკაშვილი შიმშილობს თუ არა. არც სისხლის ანალიზების პასუხები მინდა, რითიც ამის გარკვევა შეიძლება, დადეთ ერთი აქტი პატიმარ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებისა და შესაბამისად, შიმშილობის შეწყვეტის შესახებ და დაამთავრეთ ყველაფერი. ასეთი აქტი კი არ არსებობს და შესაბამისად, სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას იურიდიულად, ოფიციალურად, კანონის თანახმად. რაც არ უნდა იღლიცინონ „ქოცებმა“ თუ მასზე საფუძვლიანად გამწარებულმა ადამიანებმა, ეს არის ფაქტი.
დიახ, სააკაშვილი შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და ყოველწამს შეიძლება ის გადასაყვანი გახდეს ციხის საავადმყოფოში. თუ ასე არ არის, თუ ჯანმრთელადაა, რატომ დგას იმ ციხესთან 24 საათიან რეჟიმში რეანომობილი? რატომ ჰყავს სასჯელაღსრულებით სისტემას გამზადებული ვერტმფრენი, რომელსაც ასევე 24-საათიან რეჟიმში, 3 პილოტი ენაცვლება? რისთვის ჰყავთ გამზადებული ეს ვერტმფრენები და პილოტები, თუ სააკაშვილი არ შიმშილობს და მისი ჯანმრთელობაც დამაკმაყოფილებელია? ახლა რა მოჰყვა ხელისუფლების მიერ, სამედიცინო ნაწილში, სააკაშვილის მიერ ფაფების მიღების კადრების გავრცელებას. სააკაშვილმა ამ ფაფების მიღებაზეხც უარი თქვა. მარტო წყალს სვამს. ეს უკვე მოკლე გზაა სიკვდილისკენ. ერთსაც დავამატებ, სააკაშვილის სანახავად შესულმა ერთ–ერთმა ექიმმა მას უთხრა, უკვე მძიმეა შენი მდგომარეობა, შეწყვიტე შიმშილობა, თორემ მოკვდებიო. სააკაშვილმა უპასუხა, რომ მზად იყო სასიკვდილოდ და არავითარ შემთხვევაში არ შეწყვეტს შიმშილობას. გმირ სააკაშვილს კი არ გიხატავთ, ეს რეალობაა. ცხოვრებაში ხშირად ხდება, რომ სააკაშვილისნაირი ადამიანებიც კი ისეთ რაიმეს ჩადიან, რასაც არ ელი მათგან, კარგსაც და ცუდსაც. მეც ვერ წარმოვიდგენდი, თუ სააკაშვილი სასიკვდილოდ გაიმეტებდა თავს ან რაიმე საფრთხის წინაშე დაიყენებდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ჰო, ერთს დავამატებ. ადამიანი, როდესაც მხოლოდ წყალს იღებს და სხვა არანაირ სასმელს, არც საკვებ დანამატს, ამას „სრული შიმშილობა“ ჰქვია. ეს შიმშილობის მე–3 კატეგორიაა. არსებობს მე–4 კატეგორიის შიმშილობა, მას „აბსოლუტური შიმშილობა“ ჰქვია, როდესაც ორგანიზმი არ ღებულობს არც წყალს და არც საკვებს. მას „სასიკვდილო შიმშილობასაც“ ეძახიან, თუმცა, სასიკვდილო, ცხადია, მე–3 კატეგორიის შიმშილობაც შესაძლოა აღმოჩნდეს და ამგვარი ფაქტები ბევრია სხვა და სხვა ქვეყნის უახლეს ისტორიაში.
ეს საცოდავი ხელისუფლება გვიმტკიცებს, სააკაშვილი არ შიმშილობსო და ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტრომ, ერთობლივად შექმნეს კონსილიუმი „მოშიმშილე პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაკონტროლებლად“. დიახ, ასე სწერია კონსილიუმის შექმნის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თუ არ შიმშილობს, კონსილიუმი რად გინდათ? შიმშილობდა, ფაფები და წვენი მიიღო და ახლა აღარ შიმშილობს? მაშინ გააუქმეთ ეს კონსილიუმი, ყოველ მეორე დღეს სისხლისა და შარდის ანალიზებს რომ უღებთ, ნუღარ აუღებთ, აღარ შეიყვანოთ ციხეში ექიმი–ლაბორანტები და ის რეანომობილიც მოაშორეთ ციხეს. დე ფაქტო მაინც დაამტკიცეთ, რომ არ შიმშილობს, თუ იმ აქტს ცოცხალი თავით არ წერთ, რომელიც იურიდიულად დაადასტურებს, რომ არ შიმშილობს.
სააკაშვილის შიმშილობა ხელისუფლებამ სასეიროდ გახადა და უკვე 40 დღე ხდება, ამას აყურებინებს ხალხს. მიზანი ერთია – ხალხი ყურადღების კონცენტრირებას ამ ამბავზე აკეთებს და სხვა პრობლემებზე ნაკლებს ლაპარაკობს, ეს აწყობს ხელისუფლებას. ამით იხანგრძლივებს არსებობას. ზემოთ გითხარით, რომ პოლიტიკური ხმაური როდესაც მიწყნარდება, შემდეგ უკვე კოვიდის სტატისტიკას მოიშველიებენ, ამით დააფრთხობენ და შეაშინებენ ხალხს. სიკვდილის შიში კი დროებით ყველაფერს გავიწყებს, შიმშილსაც და უსახსრობასაც. პოლიტიკური აჟიოტაჟი და კორონაპანდემია – ეს ორი იარაღიღა დარჩა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შესანარჩუნებლად, სხვა ყველა რესურსი ამოწურა და ეს ადგილობრივმა არჩევნებმაც დაადასტურა, როდესაც „ნაცების“ კანდიდატებს, გაყალბებული არჩევნებით, 2–3%–ით ძლივს მოუგეს სახელისუფლებო კანდიდატებმა ზოგიერთ ქალაქში. გესმით? რომ არ გაეყალბებინათ, „ნაცები“, მინიმუმ, 3–4 ქალაქს იგებდნენ, შესაძლოა, მეტსაც და ერთი, წალენჯიხა მაინც მოიგეს. ეს ხდება იმ პარტიის ხელისუფლების პირობებში, რომელიც „ნაცების“ გასამართლებას და დასრულებას გვპირდებოდა და დღემდე გვპირდება მათ დასრულებას. გაასამართლეს კი არა, ყველგან პორტირებული „ნაცები“ არიან“. მეგის ქარდავას ყოფილი მოადგილე, არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერად რომ გეყოლება, ამით დამთავრებულია ყველაფერი. ამ ქვეყანაში სამართლიანობის არ აღდგენამ და ამ მახინჯმა კოაბიტაციამ მიიყვანა საქმე აქამდე. „ნაცებისთვის“ საკმარისი რომ მიეზღოთ, ყველა დამნაშავე რომ დაესაჯათ, „ნაცმოძრაობა“ დამნაშავე პარტიად რომ გამოეცხადებინათ და აეკრძალათ, დღეს არც ქვეყანა იქნებოდა ამ დღეში და არც „ქართული ოცნება“ – გაკოტრებული. ხალხმა სამართლინობის არ აღდგენა არ აპატია პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას. ამიტომაც არის, ხალხი დაშინებითა და შანტაჟით რომ მიჰყავთ არჩევნებზე, სახელისუფლებო რესურსზე რომ არიან დამოკიდებულნი. ამომრჩევლის ნახევარს, 50%–ს, „ნაცებიც“ ჰკიდია და „ქოცებიც“, საერთოდ არ მისულან არჩევნებზე. ეს ის ხალხია, ვინც „ქართულმა ოცნებამ“ გადააგდო, პირველ რიგში, ქვეყანაში სამართლინობის არ აღდგენით. ეს „ნაცებისგან“ ღირსებაშელახული ხალხია და იმ სამართლიანობის აღდგენით, მათ ღირსებას დაუბრუნებდა ხელისუფლება. ეს ის ხალხია, ვინც სააკაშვილის რეჟიმს წლები ებრძოდა, ვინც ამ ბრძოლაში დაზარალდა. ეს ხალხი განზე გასწიეს, მოიშორეს, ფეხებზე დაიკიდეს და გვერდზე „ნაცები“ ან ის ხალხი დაიყენეს, ვისაც „ნაცების“ სისხლიანი მმართველობა და სააკაშვილის ტირანია ერთხელაც არ გაუპროტესტებია, ვინც იმ დროს, ჩირგვებში იმალებოდა. „სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის მშვიდობა“ –სამართლიანობის უგულებელყოფამ მიგვიყვანა აქამდე, 9 წელია ხელისუფლებაშია „ქართული ოცნება“ და ერთი დღე არ გვიცხოვრია ხელოვნურად შექმნილი თუ ბუნებრივი პოლიტიკური დესტაბილიზაციის გარეშე, არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოლოდინის გარეშე. წლების წინ, „ალიას“ მეშვეობით ვუთხარი ბიძინა ივანიშვილს „ნაცმოძრაობაზე“. ავადმყოფი ლოგინში უნდა მო…..ნა, მერე, თუ გამოჯანმრთელდა, ძალას მოიკრებს და იქით მოგინდომებს მო…..ნას–მეთქი. აუხდა… ზუსტად ეგ დრო მოვიდა, ბატონო ბიძინა და სხვას არაფერი დააბრალოთ. სორეობში შემძვრალი „ნაცები“ გამოიყვანეთ, უცხოეთში გაქცეული დამნაშავენი დააბრუნეთ, ხელისუფლებაში მაღალ პოსტებზე დანიშნეთ, მომაკვდავი „ნაცმოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალად აქციეთ, შუა გაკრიფეთ და ის პოლიტიკური ძალები, ვინც „ნაცებთან“ იყვნენ დაპირისპირებულნი, მიჩექმეთ, სუს–ის საჯიჯგნად აქციეთ, თქვენი ტელევიზიებისა და „ფეისბუკში“ „გამპრავებლები“ რომ გყავთ, იმათ ალანძღინეთ და ათასი სიბინძურე დასწამეთ. მოყვარე მტრად მოიკიდეთ და გამოუსწორებელი მტრები მოყვარედ იქციეთ. მეტი რაღა უნდა გექნათ? ყველაფერი უკუღმა გააკეთეთ და 9 წელი რის ვაი–ვაგლახით შეინარჩუნეთ ხელისუფლება, მაგრამ დამთავრდა ეგ ყველაფერი. წყალი შეუდგა თქვენს ხელისუფლებას. ახლა პოზა შეარჩიეთ, მოეშვით და დაელოდეთ, როდის მოგადგებიან თქვენს მიერ გაცოცხლებული „ნაცები“.
კომენტარები