პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი:
ორიოდე სიტყვა სიებზე:
ჭუჭყიანი ხელებით ჭუჭყს ვერ ჩამოიწმენდ, უარესიც, ჭუჭყი ყველგან მოედება და სუფთაც დაბინძურდება.
გუშინ რომ ბრალს სდებდი ივანიშვილმა იყიდაო, მოღალატეაო, ან რუსეთის სპეცსამსახურებიდან იმართებაო და დღეს შენს გვერდით დგას, როგორ მართლდება?ის მაინც თქვით ვიტყუებოდი, ან იყო და გამოსწორდაო, თორემ გულისამრევია სიჩუმე.გულისამრევია ასევე სიტყვები – “ახლა საქმეს ასე სჭირდება”, “ახლა მთავარია რუსული ოცნება დავამარცხოთ”.ვერ დავამარცხებთ ჭუჭყიანი ხელებით.და ნურც ის გაგიკვირდებათ “პოლიტიკა ბინძური საქმეაო, რომ იტყვიან.არადა პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, ბინძური იქნება ნებისმიერი საქმე, რომელსაც ბინძური ხელით, გულით გააკეთებ.რადგან ხაბაზია ჩემი გვარი იმიტომ არ ვამბობ, უბრალოდ მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ თუ ხაბაზი ბინძური, ტალახიანი ხელით ცომს მოზელს, პურიც ბინძური გამოვა და ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ პურის ცხობა ბინძური საქმეა, ბინძური მცხობელის ბინძური ხელებია.გთხოვთ მორალისტობაში არ ჩამითვალოთ, მართლა მტკივა და მაწუხებს ეს.რომანტიზმი არ არის, პრაგმატულია, რომ მამაძაღლობაში ივანიშვილს ვერასდროს ვაჯობებთ და ღმერთმაც დაგვიფაროს ამისგან, რომ ივანიშვილზე მეტი ფული არასდროს გვექნება.და რომ რითაც ეს მოღალატეთა ხროვა უნდა დავამარცხოთ არის სიმართლე, პრინციპულობა და ღირებულებების ერთგულება.თუ ამას დავთმობთ მარცხისთვის განწირულები ვართ.
კომენტარები