ადვოკატი, ზურაბ თოდუა:
“დმანისში, ერთი ბოთლი ლუდის ნისიის თემაზე აგორებულმა რია-რიამ (მიმაჩნია, რომ არა შემთხვევითმა), ჩემი საადვოკატო პრაქტიკის 2017 წლის ერთი საქმე გამახსენა იმავე რეგიონიდან. ამ წელს, ერთმა მართლაც რომ პატიოსნების უიშვიათესი ხარისხის სვანმა (დღეს რომ ეკომიგრანტებს ეძახით), საბანკო, საკამოდ სოლიდური სესხით, საკმაოდ დიდი მონაცემების მიწის ნაკვეთი აიღო იჯარით და კარტოფილის მოყვანა განიზრახა. მოსავლის და მოგების მიღებამდე მისთვის მახასიათებელი პატიოსნებით იხადა საბანკო კრედიტები. „კარტოფილის რთველის“ მოახლოებისთანავე გაჩნდა მეზობელი (აზერბაიჯანული) სოფლების მაცხოვრებელთა ინტერესი ღამ-ღამობით თითო ტომარა პროდუქტის ქურდბაცაცობაზე … ასეთ წვრილფეხათა მოსაგერიებლად, ეს პატიოსანი სვანი მეწარმე იძულებული გახდა თვითონ, მისი ოჯახის ძალებით მუდმივად ეკონტროლებინა მისი საკუთრება (პოლიცია პასიურობდა – ძმებ აზერბაიჯანლებს, კარტოფილის ქურდობაზე ხომ არ დავიჭერთო).
მეწარმე-სვანმა (მერე რა რომ ეკომიგრანტია) რამდენჯერმე გამოავლინა ერთი და იგივე ქურდბაცაცა, ისინი, კატეგორიულად გააფრთხილა კიდევაც, სოფლის უხუცესებს შეუთვალა – მოსავალს ავიღებ და მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი (ასეთი რჩება ამ მეურნეობას) პროდუქტი წაეღეთო. …
„რთველის“ წინაღამეს, სვან- მეწარმეს, საღამოს 22 საათისათვის) აცნობეს, რომ მის საკუთრებას, ოფლით მოპოვებულს, რამდენიმე ათეული პირი იპარავდა. წონასწორობიდან გამოსული მესაკუთრე-(სვანია, მერე რა რომ ეკომიგრანტია) გაემართა მისი საკუთრების მოსანახულებლად და რას ხედავს -რამდენიმე პირი აქტიურად ავსებს ტომრებს მისი შრომისა და საბანკო კრედიტით შექმნილ პროდუქტით და იქვე კვებავენ დაახლოებით 30 სულამდე ძროხას.
ამ, სრულიად ზომიერების ფარგლების თმენის პატრონი სვანი-მეწარმის თმენამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც ამ ქურდბაცაცათა შორის ორი ისეთი პირი იხილა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე ჰყავდა მხილებული მსგავსი ქმედებისათვის. მესაკუთრის (მერე რა რომ სვანია და თანაც ეკომიგრანტი) ადექვატურ ქუხილს, ორივე ქურდბაცაცა ქურდობის იარაღით, ბარით დაუპირისპირდა ….. შედეგი – საკუთრების ხელმყოფთაგან ერთი იქვე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში. გარდაცვალების მიზეზი – ორივეს ერთი და იგივე მუშტი მოხვდათ საფეთქელში (ცნობისათვის: სვანი მეწარმე ატროფირებული მარჯვენა ხელითაა და მხოლოდ მარცხენა ხელი იხმარა).
ბრალდების ფორმულირება- წინასწარი განზრახვით ორი პირის მკვლელობა.
ამ „მკვლელობიდან“ სამ დღეში, კახეთში, სამ საჯიშე ქართველ ბიჭს, ავტოგასამართ სადგურზე ავტომატური იარაღით ცხრილავენ აზერბაიჯანელები საწვავის ფასის გამო…
ატყდა რია-რია იმ დონემდე, რომ როგორც ამბობენ, ბაქოდან შეიარაღებული მგზავრები 40 ავტომანქანით კახეთს ესტუმრნენ ….
მეორე დღესვე, ადეიშვილისა და აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის (დმანისელი, მართლაც ჯიგარი კაცია) შეხვედრით გადაწყდა – კარტოფილის ქურდების „მკვლელსაც“ და სამი საჯიშე ბიჭის მკვლელსაც სამაგალითოდ დასჯიდა ქართული სასამართლო – სანაცვლოდ, მშვიდობა, ძმობა, მეგობრობა ორ ერს შორის.
17 წელი მიუსაჯა ამ პატიოსან მეწარმეს ადეიშვილ-სააკაშვილის „ევროპული სტანდარტის სასამართლომ“, იგივე სტანდარტისა და მახასიათებლების მსაჯულმა 20-20 წლით განუსაზღვრა პატიმრობა ორ აზერბაიჯანელს. კონფლიქტიც მოგვარდა, ხელისუფლებამ განაგრძო მშვიდ რეჟიმში სახელისუფლებო სიამტკბილებაც.
შედეგი: დაუსჯელობის სინდრომი, მართლაც რომ ამაზრზენი განაჩენი პატიოსანი მეწარმე კაცის მიმართ (ჩამხსნეს ამ საქმიდან, ოჯახს დაემუქრნენ საპროცესო შეთანხმების პირობების მიუღებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემების შესახებ როგორც საპყრობილეში ასევე გარეთაც), სახაზინო ადვოკატმა მოაწერა ხელი ამ „შეთანხმებას“ . .. .)
რატომ გავიხსენე ეს საქმე — სანამდე უნდა ვყოთ მუდმივად დამთბობი მამრის როლში, როდესაც უფლებამოპოვებულ მამრს მეზობელი თხოვს კიდევ ერთი აქტის შესრულების უფლების მინიჭებას ან უფლებიდან თავის შეკავებას.
მესმის, რომ თემა ძალიან, ძალიან სენსიტიურია, მაგრამ ეროვნული თავმოყვარეობა უსაზღვრო ნამდვილად არ არის.
აღმოსაფხვრელია – ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი, ევროსტანდარტებისადმი სრულიად შეუსაბამო, პოლიტიკურ კონტექსტებს მორგებული სასამართლო გადაწყვეტილებების პრაქტიკა. სასამართლო ხელისუფლების სათანადო, ევროსტანდარტამდე ამაღლების შემთხვევაში, სვანი მეწარმის კარტოფილის ბიზნესს ვერც ერთი ერის წარმომადგენლი ვერ შეუშლის ხელს, დაუსჯელი არ დარჩება მკვლელობაზე ეროვნული ნიშნით შეიარაღებული უცხო (მერე რა, რომ მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოდან) ქვეყნის თავზეხელაღებულნი ….
მოდით შევქმნათ ნამდვილი სახელმწიფო, ნამდვილი ხელისუფალნი და ჩვენც ასეთი ნამდვილი სახელმწიფოს ნამდვილი მოქალაქენი გავხდეთ.”
კომენტარები