სამოქალაქო აქტივისტი, სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოკოლაჟს და წერს:
“დავბრუნდით
ორივე ფოტოზე ერთი და იგივე ოთახია და ერთი და იგივე ორი ბავშვი, რომლებსაც რამდენიმე კვირაში ნამდვილი ბედნიერება ვაჩვენეთ ჩვენ, ყველამ ერთად
ფოტოზე ბავშვები ახალ ტანსაცმელს ალაგებენ თავის ახალ სახლში
ექნებათ საერთოდ ყველაფერი რაც სჭირდებოდათ
ექნებათ ჩვენი სამუდამო მხარდაჭერა და ნელ-ნელა, ყველაფერი ყოველ დღეს უკეთესად იქნება
რაც ყველაფერზე მთავარია – ბავშვები ისწავლიან და მოემზადებიან საუკეთესო Georgian Educational Center / ქართული განათლების ცენტრი-ს დახმარებით და ვეცდებით ერთად ჩავაბაროთ ეროვნული გამოცდები
მილიონი მადლობა ქალბატონ ლიას – მართლა ბავშვების მფარველ ანგელოზს, Tekla -ს და მის მარგალიტივით მეგობრებს, ბავშვების მეზობლებს და თქვენ, ყველას, ვინც ჩვენთან ერთად მოინდომეთ ობლების გაბედნიერება
რა ვიცი აბა, არცერთნაირი ტექსტით არ შეიძლება ამხელა სიხარულის გადმოცემა მართლა. ბავშვებს კი არა ჩვენ თვითონ გვეტირება ყველას, ყველა საქმეს დავუბრუნდით, უკვე ყველა მწყობრში ვართ და ჯანმრთელები
ასევე გისურვებთ ყველას და მალე ყველგან ყველაფერი გამოსწორდება, აი ნახავთ
იმიტომ, რომ #სიკეთეგადამდებია“
კომენტარები