ამ წუთებში აქციის მინაწილეებს მტკვირის ოროვე სანაპირო აქვთ გადაკეტილი.
ცოტა ხნის წინ მათ გომელაურის მოადგილემ მიმართა, რომ ამით კანონს არღვევენ და პოლიცია მათ ძალის გამოყენებით დაშლის:
,,მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს ამ წუთებში გადაკეტილი აქვთ ორივე სანაპირო და ახდენენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 და მე-11 პრიმა მუხლების მიხედვით, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა. პოლიციელებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმა არ წარმოადგენს შეკრება მანიფესტაციების უფლებით დაცულ სფეროს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აქციის ყველა მონაწილეს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება, გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა“
კომენტარები