საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ეხება.
„ორივე საწამლავს წარმოადგენს პოლიტიკურ სხეულში, როგორც ყველა ის პოლიტიკოსი, მათ შორის ჩემს ქვეყანაში, ვინც სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა აყენებს კონფლიქტსა და პირად ძალაუფლებას“, – წერს იან კელი Twitter-ზე.
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი თავის კომენტართან ერთად აზიარებს წერილის იმ ნაწილს, რომელშიც ღარიბაშვილი საუბრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიზანი იყო გადატრიალება, რომელიც მარცხისთვის იყო განწირული. რადგან სააკაშვილსა და მის 5 000 მომხრეს მარტივად დაშლიდნენ წყლის ჭავლითა და „მხუთავი აირით“.
კომენტარები