“ტვ პირველის” ინფორმაციით, წყნეთში, გიორგი შერვაშიძის ქუჩაზე ორმხრივი სროლის შედეგად სულ 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთი ქალი, მას ბრმა ტყვია მოხვდა.
თვითმხილველთა თქმით, სისხლიან დაპირისპირებაში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, სროლა კი დევნილთა დასახლებაში 20 წუთის განმავლობაში ისმოდა.
“ტვ პირველთან” დაჭრილი ქალის, ია ქვაჩახიას დედა ამბობს:
“თირკმელი მოაჭრეს, კუჭი ჰქონდა გახვრეტილი, ნაწლავიც ამოუკერეს. გამჭოლი ჭრილობა იყო”- აცხადებს დაჭრილი ქალის დედა.
კომენტარები