თბილისში, ორთაჭალის ხიდებთან პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ორმხრივი სროლა იყო. თვითმხილველთა თქმით, სროლის შედეგად გარდაცვლილია ერთი ბიჭი.
მოქალაქეთა განცხადებით, პოლიციამ ჯიპის მარკის ავტომობილის გაჩერება სცადა, დაუმორჩილებლობის შემდეგ კი ჰაერში გაისროლა.
თვითმხილველთა განცხადებითვე, ჯიპის მარკის ავტომობილში 4 პირი იჯდა და მათ სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს.
საპასუხო სროლის შემდეგ კი სავარაუდოდ ერთი მამაკაცი გარდაცვლილია პოლიციელის ტყვიით.
ნიუპოსტი
კომენტარები