უფლებადამცველი ბაია პატარაია, სოციალურ ქსელში, წერს:
მოკლედ, ამ მთხლე ქვეყანაში კორონას ამბავიც მთხლე კლინიკებს ჩააბარეს, რომელიღაცა ლენჩმა მედისონ კლინიკამ, გუშინ ხალხს აუღო ტესტები, თუ 24 საათში არ დაგირეკეთ, ე.ი. უარყოფითია პასუხი და გააგრძელეთ ცხოვრებაო.
ჩემი ნაცნობი ორი ადამიანი (დონას კლასტერი) მაინც დაინტერესდა, ხომ ნამდვილად უარყოფითი პასუხები ჰქონდათ და რა ხდება: რაღაცეები არევიათ, არ ვიცი ხან ბაზებიო ხან ესაო, ხან ისაო, მოკლედ, პასუხები არ იციან და არც არავის აგებინებენ, რომ პასუხები არ იციან.
ამასობაში ხალხს ჰგონია, რომ რახანც 24 საათში არავინ დაურეკა, ე.ი. არ სჭირთ კორონა. ამ ადამიანებმა მოითხოვეს, საჯარო განცხადება მაინც გააკეთეთო, მაგრამ არ აპირებენ.
იმედია, ჟურნალისტები მაინც შეაწუხებენ ამ ბედოვლათ და უპასუხისმგებლო კლინიკას.
პ.ს. ჰო, ასეთი პირობებით თუ ამოწმებთ, რანაირად გეცოდინებათ ზუსტი მონაცემები, ან როგორ აპირებთ რამის მართვას?”
კომენტარები