სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა “ომიკრონი” მსუბუქად მიმდინარეობდეს მაინც საფრთხის შემცველად რჩება ორსულებისთვის და რისკ ჯგუფებისთვის.
ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ჟორჟოლიანი, რუსთავი2-თან ამბობს:
“დიდი რაოდენობით არიან ინფიცირებულები, განსაკუთრებით ორსულებში. “ომიკრონმა” 80% ჩაანაცვლა “დელტა” ვარიანტი. მიუხედავად იმისა, რომ “ომიკრონი” მიმდინარეობს უფრო მსუბუქ ფორმებში მაინც არის მაღალი რისკი ორსულებში, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას. მე-3 ტრიმესტრში იმატებს გართულებები. გართულებები მოსალოდნელია, როგორც ნაყოფის მხრივ ასევე შესაძლოა დედის მხრივაც შეიქმნას პრობლემები”
კომენტარები