აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბერლინში, “რამშტეინის” ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა:
“დღეს შემიძლია გამოვაცხადო კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე საჭირო დახმარებას გაუწევს. ეს დახმარება შეადგენს ორნახევარ მილიარდ დოლარს. მეგობრებო, ეს გადამწყვეტი მომენტია. რუსეთი ახდენს გადაჯგუფებას და და ცდილობს, რომ თავიდან აღიჭურვოს. ახლა შენელების დრო არ არის. პირიქით, უნდა ავუჩქაროთ ნაბიჯს. ჩვენ გვიყურებს უკრაინელი ხალხი, გვიყურებს კრემლი და გვიყურებს ისტორია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინას თავდაცვაში დავეხმაროთ”
გარდა ამისა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შესახებ მრავალმა ქვეყანამ გამოაცხადა, მათ შორის დანიამ, შვედეთმა, ლატვიამ და ესტონეთმა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი მიესალმა საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების და კანადის გადაწყვეტილებას, მიაწოდონ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები.
„საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები, რომლებიც უკრაინას გადაეცემა, უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. დღევანდელი ყველა განცხადება არის საკონტაქტო ჯგუფის მუშაობის პირდაპირი შედეგი. ეს მნიშვნელოვანი, ახალი მხარდაჭერა აჩვენებს ჩვენს მტკიცე მზადყოფნას, დავეხმაროთ უკრაინას თავდაცვაში. ეს ასევე ეხება ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ოსტინმა პრესკონფერენციამ.
კომენტარები