პოლიტიკოსი, ეკა ბესელია:
“უნდა მოგიყვეთ – ყველაზე კურიოზული ჩართვა მქონდა ცოტა ხნის წინ გერმანიიდან ტვ 1 ზე
ჩართვის დრო მოახლოვდა, ვიფიქრე შენობის ინტერნეტი უკეთესი იქნებოდა, საჯარო დაწესებულებაში ვიპოვე ისეთი ადგილი, სადაც არავინ კადრში არ მოხვდებოდა, არც დაწესებულების სახელი არ ჩანდა …
დავიცავი ყველა წესი
ჩემმა მასპინძლებმა სკამი მოიტანეს, მოვკალათდი და ეთერიც დაიწყო…
შუა საუბრის დროს ვხედავ ჯერ ერთი გერმანელი მოდის და მაკვირდება ახლოდან( აშკარად ვერ ვაიგო რა თემაზე ვსაუბრობ)
შემდეგ მეორეს დაუძახა , ვერც ის ხვდება ვერაფერს , ჩართვა ტელეფონითაა და ჩემი მასპინძელი ცდილობს არ მოუშვას ახლოს და უხსნის გერმანულად, რომ პირდაპირი ეთერია , პოლიტიკოსია და ჩართვა აქვსო
ალბათ უფრო ვერ გაიგო რა ხდება ,დაუძახა სხვებს და ვხედავ ჩემს წინ რკალივით შემოლაგდა მთელი პერსონალი არ ვიცი რას ფიქრობენ, აშკარად შეშინებული სახეები აქვთ და მანიშნებენ დაასრულეო, გათიშეო
ამ დროს საყვარელი ვიკა ახალ კითხვას სვამს და ვცდილობ და ხელით ვანიშნებ მოახლოებულ პერსონალს , რომ არ შეიძლება ხმაური პირდაპირი ეთერია.
და ვერც გავთიშავ
ამ ჩემი ხელის ქნევით სულ დაიბნენ მგონი და ოთხი თუ ხუთი გერმანელი ერთად მოუახლოვდა ჩართვის ტელეფონს და ხელს აფარებენ კამერას
აი მაგ დროს იყოჩაღა პროდიუსერმა და კიდევ კარგი კადრი გათიშა , თორემ რა სანახაობა იქნებოდა ხელების ქნევა ერთდროულად პირდაპირ ეთერში
გაითიშა კადრი და ვცდილობ დავამშვიდო ეს აფორიაქებული პერსონალი, ჩემი მასპინძელი უფრო დასამშვიდებელი გამიხდა , რომელიც ცხარობდა ხელი როგორ შეუშალეთო
ნუ საოცარი სანახავი იყო ეს უცნაურად არეული მზერა და გაუგებარი მიმიკები
ვანო ჯავახიშვილი კი ვინატრე ამ დროს.”
ეკა ბესელია, Nini Gogashvili და 130 სხვა პიროვნება
კომენტარები