პარტია “საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი, ambebi.ge-თან ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ”, სავარაუდოდ, იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნებას.
გიორგი ხოჯევანიშვილი:
“ცოტა ხნის წინ, ჩვენი გუნდის ლიდერი საუბრობდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო არჩევნების შედეგების შენარჩუნება. ამის მიზეზი არის სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ძალიან დაბალი ნდობის დონე, შესაბამისად, იმის გამო, რომ მომხდარიყო გარკვეულწილად რეაბილიტაცია და იმ საკითხების გადასაფარად, რაც დღეს სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს, “ქართულმა ოცნებამ” სავარაუდოდ, იძულების ფორმით გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნება”
კომენტარები