Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას, ალოკაციით, მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ქართული ოცნება – 36%;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 27%;
გიორგი გახარია – საქართველოსთვის – 11%;
ლეიბორისტული პარტია – 4%;
ლელო – 4%;
ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი მეტი თავისუფლება – 4%;
ევროპული საქართველო – 2%;
გირჩი – 2%;
მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი – 2%;
პატრიოტთა ალიანსი – 2%
ელენე ხოშტარია – დროა – 1%;
ანა დოლიძე – ხალხისთვის – 1%;
მოქალაქეები – 1%;
სხვა – 3%.
კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან – 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.
გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.
კომენტარები