“ფორმულას” დაკვეთით შესრულებული, Edison Research-ს კვლევის თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ამომრჩეველთა 23 პროცენტს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას.
ამავე კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 38 პროცენტი ქართულ ოცნებას დაუჭერს ხმას, ხოლო 15 პროცენტი — ნაციონალურ მოძრაობას. ამასთან, 6 პროცენტი აცხადებს, რომ ევროპულ საქართველოს მისცემდა ხმას.
გარდა ამის, 4 პროცენტი და ნაკლები აქვთ სტრატეგია ღმაშენებელს, ლეიბორისტულ პარტიას, ლელოს, პატრიოტთა ალინსსა და გირჩს.
Edison Research-მა კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა. ფორმულას ინფორმაციით, საველე სამუშაოები 25 აგვისტო-7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2 850 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 2 პროცენტია.
კომენტარები