მმართველი პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 47.7% მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 25.2%.
“ოცნების” მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები ასე გამოიყურება:
“ქართული ოცნება” – 47,4%
“ნაციონალური მოძრაობა” – 25,2%
“გირჩი – მეტი თავისუფლება” – 4,7%
“საქართველოსთვის” – 4,7%
“მოქალაქეები” – 3,2%
“ლელო” – 2,4%
“პატრიოტთა ალიანსი” – 1,9%
“ევროპული საქართველო” -1,8%
“სტრატეგია აღმაშენებელი” – 1,7%
“გირჩი” -1,1%
“ლეიბორისტული პარტია” -0,7%
“ერთიანი საქართველო” -0,7%
სხვა პარტიები – 4,3%
მმართვალი პარტიის დათვლით, თბილისის საკრებულოს წევრთა 40 მანდატი შემდეგნაირად განაწილდებოდა:
“ქართული ოცნება” -22 მანდატი
“ნაციონალური მოძრაობა” -12 მანდატი
“გირჩი – მეტი თავისუფლება”, “საქართველოსთვის” და “მოქალაქეები” – 2-2 მანდატი.
რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს, “ოცნების” მიერ ჩატარებული კვლევით, შედეგები ასე გამოიყურება:
კახა კალაძე – 60,1%
ნიკანორ მელია – 29,2%
სხვა კანდიდატები – 10,7%
კვლევა თბილისში21-25 აგვისტოს ჩათვლით, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2958 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა დაასახელა. ცდომილების ზღვარი გახლავთ 3% კვლევა პარტია ქართული ოცნების დაკვეთით სოციოლოგიურო კვლევის ჯგუფმა ჩაატარა.
კომენტარები