ფოტო – ენდი შვეტცი
სოციალური გვერდი, “რუსეთი ოკუპანტია”, წერს:
“2 დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლის დროს დაიკარგა 5 ადამიანი.
მათგან 4 უკვე იპოვეს ენგურში დამხრჩვალი!
ბოლო 3 თვის მანძილზე, 3000 ადამიანი დააკავეს ”საზღვრის დარღვევისთვის”.
აღნიშნული ტრაგიკული ფაქტები ცხადად გვაჩვენებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დანიშნული 5 დღიანი კარანტინი არის ყოვლად გაუმართლებელი! რეგულაცია არ ცვლის რეალურად არაფერს და ადამიანებს აიძულებს შავი გზების გამოყენებას!
ეს ადამიანები გადმოდიან ნახევარი დღით, საჭმლისთვის, წამლისთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად და ამისათვის 5 დღიანი ლოდინი უწევთ. ვაიძულებთ, რომ ამდენი ხნით მოწყდნენ ყველაფერს, დატოვონ სახლი, ოჯახის წევრები, რისი ფუფუნებაც მათ არ აქვთ!
ქართული ოცნება / Georgian Dream აფხაზეთი საქართველოა?! თუ მხოლოდ 5 დღიანი კარანტინის შემდეგ?!”
შეგახსენებთ, სუს-მა დღეს ინფორმაცია გაავრცელა სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ.
კომენტარები