ღია კავშირები”ქართულ ოცნებასთან” და “ალტ–ინფოს” შორის – ანტიკორუფციული მოძრაობა, კვლევის შედეგებს აქვეყნებს, საიდანაც დგინდება, რომ ალტ-ინფოს დამფინანსებლები იგივე კომპანიები არიან, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში იმარჯვებენ და ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებთ.
ანტიკორუფციულმა მოძრაობის ინფორმაციით, ასევე იკვეთება ნათესაური კავშირებიც, პრორუსული ძალების დამფინანსებლებსა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს შორის.
ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები ამბობენ:
“სუსი, რომელიც კონსტიტუციურ წესრიგზეა პასუხისმგებელი ქვეყანაში, ტენდერს აძლევს ადამიანებს, რომლებიც ღიად უჭერენ პრორუსულ პარტიას მხარს და თანხას წირავენ. ეს არის გონივრული ეჭვის საბაბი, რომ ხელისუფლება თავად ქმნის ამ ჯგუფებს, აფინანსებს და იყენებს, მათ შორის, საგარეო პოლიტიკის ნაწილში.”
“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში რუსულ სქემას ახორციელებს, კოორდინატორია ბიძინა ივანიშვილი, შემადგენლობაშია ქართული ოცნება, ალტ–ინფო და ადამიანები, რომლებიც ფსევდო ინსტიტუტებს წარმოადგენენ. ეს ადამიანები არიან საარჩევნო ადმინისტრაციაში, აფინანსებენ პრორუსულ დაჯგუფებებს და ქართული ოცნების პოსტებსაც აშიარებენ. ეს არის ერთი დიდი სქემა, რომელიც უნდა ჩამოიშალოს.”
კომენტარები