ეგზიტპოლებისა და ჩვენი პარტიული მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად ლიდერობს და ძალიან შორს არის იმ ზღვრიდან, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა დაწესებული რეფერენდუმის ნიშნულად, – ამის შესახებ გადაცემაში „არჩევნები 2021“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ესაა ცალსახა და უპირობო, რომ „ქართული ოცნება“ გადაცდა 43%-იან ბარიერს. შესაბამისად ოპოზიციის მთავარ მიზანი, რომ გამოეწვია კრიზისი ვადამდელი არჩევნების დასანიშნად აღარ არსებობს, მათ ამ მიზანს ცალსახად ვერ მიაღწიეს. ანუ მათ ეს არჩევნები საკუთარი თამასიდან გამომდინარე წააგეს“, – აღნიშნა დავითულიანმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები უპირობოდ ლიდერობენ ყველა რეგიონში. „მათ შორის დედაქალაქშიც უპირობოდ ლიდერობს კახა კალაძე და შესაბამისად იმისი ალბათობა, რომ რისკი იყოს, რომ სადმე არჩევნებს წავაგებთ ამ ეტაპისთვის არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ რაზე საუბრობს ოპოზიცია, ცოტა გაუგებარია“, – აღნიშნა დავითულიანმა.
კომენტარები