პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
„როცა ძალიან ეტკინება ხოლმე ოცნებას კომენტარი, ტროლებს მასევენ უბინძურესი ტექსტებით.
კორუფციაც ეტკინათ, ამიტომ გავაგრძელებ :
როდესაც ანტიკორუფციული საბჭო იუსტიციის სამინისტროდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადმოვიტანეთ, მიზანი გვქონდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის პრიორიტეტად გამოცხადება ცენტრალიზებულ დონეზე. შემდგომი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. მოლაპარაკებები დაწყებული გვქონდა პარტნიორებთან.
წამოვედით თუ არა, ამ საბჭოს ხელმძღვანელად მთავრობის ადმინისტრაციაში დაინიშნა პროკურატურის თანამშრომელი (საპროკურორო საბჭოს ყოფილი წევრი, იმ საბჭოსი, რომლის გარეშე გენერალური პროკურორი არ აირჩევა). არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ იყოს ფაქტი.
როგორც კი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმეს და ჯიბეში ჩაისვეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალ ხელმძღვანელს დააწყებინეს საუბარი (ჩაფენა) სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციაზე (კორუფციაც ამაში გადის). რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე მემორანდუმიც გააფორმეს. უბრალოდ დაგუგლეთ და ნახეთ ყველაფერზე მეტყველი ფოტო.
დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს ნაცვლად, შექმნეს 2013 წელს მთავრობის დადგენილებით შექმნილი ზემოაღნიშნული უწყებათაშორისი საბჭოს ანალოგი, რომელსაც არ მისცეს საგამოძიებო ფუნქცია (ამ დონეზე სულელად თვლიან ხალხს) და ახლა დაველოდოთ ვის დანიშნავენ უფროსად.
პარალელურად პროკურატურა აქტიურად ბუსტავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ვიდეო-რგოლებს (უბრალოდ დაუკვირდით ბუსტვის ინტენსივობას).
პარალელურად, პერიოდულად ოცნება ავრცელებს პროპაგანდისულ განცხადებებს კორუფციის ინექსით საქართველოს პოზიტიურ შეფასებაზე (იხ. ჩემი წინა პოსტი).
ეს ყველაფერი რა მიზანს ემსახურება – ცდილობენ ხალხი მოატყუონ და შექმნან მოჩვენებითი სურათი, რომ თითქოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების პრიორიტეტია.
რეალურად კი კრავენ წრეს იმ უწყებებში, რომლებიც ბატონ ბიძინას უზის ჯიბეში და პოლიტიკურ ცვლილებებამდე შანსი არ არის დამოუკიდებლობის წაიმე ნიშანწყალი დაეტყოთ.
ოცნების პროპაგანდისთვის სიმართლის დაპირისპირება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა მგონია დღეს. ქართული ოცნება / Georgian Dream გპირდებით, არ მოგაწყენთ. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე.“
კომენტარები