ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი:
ეს 2017 წელს დამიწერია და რაც ბოლო წლებში ესეთები მოხდა და გახსოვთ, დაამატეთ.
ქართული ოცნება / Georgian Dream – დემოკრატიული საქართველო–იდიოტებს ეძებთ და აგროვებთ?1.აჭარაში, სოფელ შარაბიძეების ნაცვლად სოფელ მახვილაურის ხიდი დაანგრიეს. მერე ეს ხიდი ააშენეს და ორმაგი გადაიხადა ბიუჯეტმა.2.ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე , ორი ხიდის სარეაბლიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ორი არ ეყოთ და მესამე ხოდს გადასწევდნენ, დაიწყეს მისი დემონტაჟი და მოანგრიეს ჯებირები. ხალხმა შეაჩერა მშენებლები, თორემ გაჩერებას არ აპირებდნენ „ჩვენი გეგმით“ ეს უნდა დაინგრესო. მო@@@ნთ გეგმა! ეს ხიდი საერთოდ არ იყო სარეაბილიტაციო გეგმაში.3.რკინიგზაზე, დიდუბის ტერიტორიზე, რკინიგზის ლიანდაგზე გადააგეს ასფალტი რა რამდენიმე საათით შეაჩერეს მატარებლების მოძრაობა. მეგონა, ამაზე უარეს იდიოტობას ვეღარ გააკეთებდნენ.4. სანიაღვრე ჭებზე დააგეს ასფალტი– თბილისს, რუსთავში, ქუთაისში, ზესტაფონში, ბოლნისში… მერე აფხიკეს ის ასფალტი.5. ტექნიკური უნუვესრისტეტის მეორე კორპუსთან ასფალტი დააგეს და ხეებსაც მიასხეს ძირში. ახლა იძახიან, მაგას მოვთხრით, ხეები რომ არ გახმესო. რატომ, თავიდან გაგეთვალისწინებინათ ის, რაც ნებისმიერმა კრეტინმაც კი იცის, არ შეიძლებოდა?6.პეკინზე ქუჩაზე, სარეაბილიტაზიო სამუშაოების დროს, დააზიანეს 400 მმ–იანი მილი და მთელი ქუჩა დაიტბორა.კიდევ კარგი, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” დროულად გადაკეტა წყალი. პეკინისა და მიმდებარე ქუჩებს 12 საათი წყალი არ ჰქონდათ. 3 მაღაზია დაიტბორა, დაზარალდნენ მეპატრონეები. თბილისის ვიცე–მერმა, ლაშა აბაშიძემ განახადა, დაზარალებულებს სრულად ავუნაზღაურებთ დანაკლის მერიის ბიუჯეტიდანო. რატომ, შე ჩემა, ბევრი ფული აქვს მერიას? გააკეთე რა ნორმალურად. 400–მმ–იანი მილია მიწაში, ასანთის ღერი ხომ არ არის? ეგ არ უნდა იცოდე წინასწარ ვიღაცამ ამხელა მერიაში? ქუჩის, მიწისზედა და მიწისზედა კომუნიკაციების გეგმა არ უნდა გქონდეს, ვიდრე სამუშაოებს დაიწყებ?ქვეყანაა თუ ექსპერიმენტული პოლიგონი.ასწავლეთ მაგ ჩემისებს, ასწავლეთ და მერე მიუშვით საქმეზე.
კომენტარები