პოლიტიკური პარტია ტრიბუნას დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება.
“ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, უმძიმესი ზამთარი და გაზაფხული გველოდება.
ხალხი ყოველ დღე ღარიბდება, „ოცნების“ ხელისუფლება კი, სახელმწიფო სახსრების ხარჯზე, იმ „შავი“ ფულით, რომელსაც ბიუჯეტიდან იპარავენ, საარჩევნო კამპანიას ატარებს.
„ოცნება“ თავად ითვისებს და საარჩევნო კამპანიაზე ხარჯავს იმ დახმარებასასაც, რასაც უცხოელი პარტნიორები ხალხისთვის გზავნიან.
ტენდერში გამარჯვებული ე.წ. შემომწირველების შემოწირულობებიც სახელმწიფოს ფულით არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი გზაა.
მოკლედ, სწორედ ასეთი უაზრო ხარჯვების და მოსყიდვების გამო, არჩევნების შემდეგ, უმძიმესი პერიოდი დადგება და ამას თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავზე , საკუთარ შემოსავალზე, საკუთარ მაცივარზე იგრძნობს…”
კომენტარები