თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი 2004 წლის მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს მაშინაც ჰქონდა შანსი, დიდი გაფართოვების ნაწილი ყოფილიყო, თუმცა დააგვიანა.
“ის რაც ახლა ჩვენ თავს ხდება, ბრიუსელთან ურთიერთობაში, იმის გამეორებაა, რა ზუსტად 20 წლის წინ დაგვემართა, 2004 წელს, როდესაც იყო დიდი გაფართოვება და საქართველოს ჰქონდა ყველა შანსი იმ პაკეტის ნაწილი ყოფილიყო, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად. მაშინ დავაგვიანეთ, გვიან გამოვედით და ვეღარ მოვასწარით 2004 წლის გაფართოვების ნაწილი ვყოფილიყავით და დღეს, 20 წლის შემდეგ, ზუსტად იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ, დღეს თუ ეს კარი ჩაიკეტა ჩვენთვის და ჩვენს გარეშე მოხდა გაფართოვება, შესაძლოა, კიდევ ერთი 20 წელი დაგვჭირდეს იმისთვის, რომ ჩვენს ბუნებრივ სივრცეში დავბრუნდეთ. „ოცნება“ უფსკრულისკენ გვექაჩება და გადაჩეხვას გვიპირებს“,- განაცხადა ხიდაშელმა.
კომენტარები