“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, ამბობს, რომ უქმეე დღეებს “ქართული ოცნება” ამნისტიის კანონპროექტის მიღების გასაჭიანურებლად იყენებს.
გარდაუვალია ის, რომ კანონი მიღებული იქნება, გადაიწია ერთი კვირით. ცუდია, რომ “ოცნება” იყენებს სათავისოდ არდადეგებსა და დასვენებებს და მართლა არ არის ეხლა არც დასვენებების დრო და არც არდადეგების დრო, მაგრამ მინდა, ხაზი გავუსვა, გაჭიანურება იქნება, თუ გადადება ვერ იმოქმედებს იმიტომ, რომ გარდაუვალია, უბრალოდ ერთი კვირით გადაიდო,” – ამბობს ხათუნა სამნიძე.
ხელისუფლების მიერ გამოცხადებული უქმე დღეების გამო, საკანონმდებლო ორგანო ათი დღის განმავლობაში მუშაობას სრულად წყვეტს. დეპუტატები ვერც ამნისტიის კანონპროექტზე და ვერც სხვა საკითხებზე იმსჯელებენ.
კომენტარები