სამოქალაქო აქტივისტი, გია კორკოტაშვილი:
“იმედი გვქონდა, ოცნება რომ მოვიდა, იმედი, რომ რაღაცა უნდა გაკეთებულიყო ჩემ საქართველოში, არ გაკეთდა, იმიტომ არის დანგრეული დღეს ხალხი, იმიტომ არის უუნარო, იმიტომაა ესე, აღარ იცის რა ქნას, ვიღას ენდოს? იმას, ვისაც ბოლოს ენდო, მოატყუა და რა ქნას? ოცნებამ მოატყუა კი არა ხალხი, შეუსრულა რა… მე, გია კორკოტაშვილს 4 შვილის მამას, არავითარი საშუალება არა მაქვს სადმე მუშაობის, ყველგან, სადაც მივდივარ ჩახერგილია. სახელმწიფოებრივად ესე მომიდგნენ. ველაპარაკები პირდაპირ და ესე მომიდგნენ. ეს არ მოსწონთ, უნდათ მორჩილი, დაუკრავენ ტაშს და პოზას მიიღებს…
სისხლით, კოპებით და გადატყავებული ზურგით რომ მოვიტანე… ძალიან ბევრი ადამიანია დაჩაგრული იმისათვის რომ ლოკვა არ იცის, არც ნაციონალების, არც ოცნების და ტიპი არის ცარიელ ქვაზე რომ დასვა ააშენებს ციხე-სიმაგრეს, მაგრამ არ უნდათ… ხალხის 70 პროცენტი მიჩუმათებული და გაჩუმებულები და 30 პროცენტია ესენი, პარტიებად ქმნილი. ქართველო კაცო, მიხვდი, რომ შენ უნდა აიღო რაღაცა ტვირთი, შენ უნდა შექმნა ძალა.
რამდენ რამეს სწორს ამბობს ოპოზიცია, ვეთანხმები, მაგრამ ისეთი ხალხი ამბობს, ვისაც უარესი აქვს გაკეთებული – ქუთაისური ანეგდოტი რომ არის, აგენი მიშლიან მე ცხვირში ხელის შეყოფასო… ეგ არის ზუსტად რა.”
კომენტარები