პარტია „ლელოს“ წევრმა, ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:
,,საარჩევნო გარემო კარგს არაფერს მოასწავებს. „ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია, დაწყებული აქვს წინასაარჩევნო კამპანია ბიუჯეტის ხარჯზე მომრჩევლის მოსყიდვის გზით. ძალოვანი სტრუქტურები ჰყავს ჩართული და ადმინისტრაციულ რესურს იყენებს. რაც შეეხება იმას, რომ კორონავირუსის თემას საბოლოოდ თავისთვის საარჩევნოდ იყენებს, მგონი ესეც გასაგებია. ხუმრობით ვიტყვი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კორონავირუსი იმდენად გვერდში დაიყენა და მოკავშირედ გაიხადა, რომ კორონავირუსმაც სიყვარულით უპასუხა და პოლიტიკურ სპექტრში დაინფიცირება „ქართული ოცნების“ ოფისიდან დაიწყო. რეალობა გავქვს ასეთი, „ქართული ოცნება“ კორონავირუსთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთან აპირებს, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და მოსახლეობას სჭირდება ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა. ასეთი ძალა არის „ლელო საქართველოსთვის“
კომენტარები