პარლამენტმა საქართველოში მოქმედი ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო.
სესიაზე რეგისტრაცია დეპუტატების უმრავლესობამ არ გაიარა. სხდომაზე მხოლოდ 54 დეპუტატი დარეგისტრირდა, შესაბამისად კვორუმი არ შედგა.
“რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 54-მა წევრმა, კვორუმი არ არის, გადავდივართ შემდეგ საკითხზე,” – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს.
ქოლ-ცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნა პარტია “საქართველოსთვის” მიერ იყო ინიცირებული.
კომენტარები